
მამა საბა ჭიკაიძეს, რომელიც თბილისში, ვაკეში მდებარე ორ ეკლესიაში დეკანოზად მსახურობს – წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის და მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესიებში, მთელი ქვეყანა იცნობს. მამა საბა სოციალურ ქსელში საჯაროდ პასუხობს ყველას, ვისაც რელიგიასთან დაკავშირებით რაიმე სახის კითხვა აქვს.
11 წელია სასულიერო პირია. ჰყავს ცოლი, 5 შვილი და 2 შვილიშვილი.
ამჯერად სასულიერო პირი „პოდკასტი სანდრიკასთან“, მეხუთე ეპიზოდის სტუმარი გახლდათ, სადაც ცხოვრებაზე, რწმენასა და ღირებულებებზე ისაუბრა:
„ხშირად ადამიანს ჰგონია რომ ღმერთის გზაზე დგას და გულწრფელია. ეგონოს რომ ყველაფერს სწორად აკეთებს, ამ დროს სულაც არ იყოს ასე. ასევე არსებობენ ადამიანები რომლებიც ხიბლში ვარდებიან. წმინდა მამები გამოყოფენ ხიბლის ასეთ მდგომარეობას, რომლებიც ყველაზე ვერაგ მდგომარეობად ითვლება - თავმდაბლობით ამპარტავნება. როცა შენ გარეგნულად თვიდან ბოლომდე ყველა სტანდარტს აკმაყოფილებ ადამიანისას, მათ შორის ურთიერთობებში. დამალული მთელი ეშმაკის მახე არის ის რომ ადამიანს მოსწონს თუ როგორი თავმდაბალია. როგორც კი შენ შენი თავი მოგეწონება, რომ თავმდაბალი ხარ და ერთი საფეხურით მაღლა დააყენებ თავს ამის გამო, იმიტომ რომ არ ხარ ქედმაღალი მანდ უკვე შენც ასეთივე ხდები. შენ არ უნდა გაუხდე საკუთარ თავს სწორი სულიერი გზის საზომად. ეს აუცილებლად სხვამ უნდა შეამჩნიოს. მის სიტყვას უფრო უნდა ენდო. სულიერი მოძღვარი ადამიანი ერთადერთია, რომელსაც საკუთარ თავზე მეტად უნდა ენდო. თუ გულწრფელი ხარ ამ გზაზე მას აუცილებლად მოუსმენ“, - ჰყვება მამა საბა ჭიკაიძე.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჩვენ ოჯახში ძაღლიც კი მღერის...“ - რას ჰყვება მუსიკოსი, ზურა დათიკაშვილი?