წმინდა სილუან ათონელი (1866-1938), რომელიც მართლმადიდებლურ სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე სათნო და ღრმა მოაზროვნედ ითვლება, გვიტოვებს სულიერ მცნებებს, რომლებიც ადამიანის შინაგან ბრძოლებსა და სათნოებებს ეხება. მისი დაკვირვებები დღესაც აქტუალურია მათთვის, ვინც სულიერ სიმშვიდესა და თვითშემეცნებას ეძებს.
გთავაზობთ ღირსი მამა სილუან ათონელის 19 ოქროს წესს, რომლებიც ცხოვრების გზის სწორად დანახვაში დაგვეხმარება:
✅ ყველაზე მძიმე უნარი - არის მდუმარება.
✅ ყველაზე მავნე უნარი - არის ყბედობა.
✅ ყველაზე კარგი უნარი - არის მიტევება.
✅ ყველაზე საჭირო უნარი - არის მოსმენა.
✅ ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი - არის შეკითხვა.
✅ ყველაზე არასასიამოვნო უნარი - არის პატივმოყვარეობა.
✅ ყველაზე იშვიათი უნარი - არის გაცემა.
✅ ყველაზე საშიში დამოკიდებულება - არის დამოკიდებულება სხეულზე.
✅ ყველაზე სუსტი ადამიანი ის არის, ვინც საკუთარ თავს ძლიერად თვლის.
✅ ყველაზე ჭკვიანი ადამიანი ის არის, ვინც აკვირდება საკუთარ გულს.
✅ ყველაზე ახლო ადამიანი ღმერთთან მოწყალე ადამიანია.
✅ ყველაზე ღარიბი ადამიანი ის არის, ვისაც ყველაზე მეტად უყვარს ფული.
✅ ყველაზე კარგი საშუალება ტანჯვასთან საბრძოლველად - მოთმინებაა.
✅ ყველაზე კარგი საშუალება უბედურების დასაძლევად - სიხარულია.
✅ ავადმყოფი სულის ყველაზე აშკარა ნიშანი - უიმედობაა.
✅ ჯანმრთელი სულის ყველაზე კარგი ნიშანი - რწმენაა.
✅ არასწორი მოქმედების ყველაზე თვალსაჩინო ნიშანი - გაღიზიანებაა.
✅ კარგი საქციელის ყველაზე ნათელი ნიშანი -სულის სიმშვიდეა.
✅ ყველაზე კარგი ადამიანი ის არის, ვისაც უყვარს სხვები.