მეტაფიზიკოსი, ოკულტისტი მალხაზ გველუკაშვილი, რომელიც ხშირად დადის ტელე და ონლაინ გადაცემებში, ყოველთვის საუბრობს მეტაფიზიკაზე, ალტერნატიულ ცოდნაზე, ისტორიასა და ადამიანური ყოფის მისტიკურ მხარეებზე.
გველუკაშვილი ხშირად აკეთებს პროგნოზებსა და განმარტებებს საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ პროცესებზე, რაც მედიაში ინტერესსა და დისკუსიას იწვევს.
მისი საჯარო იმიჯი მჭიდროდ არის დაკავშირებული ეზოტერიკულ და ოკულტურ თემებთან.
იგი ამჯერად ერთ-ერთი პოდკასტის სტუმარი იყო, სადაც ადამიანის ცნობიერების დეგრადაციის ეტაპებზე ისაუბრა:
„ადამიანებმა ბევრი რამე დავივიწყეთ, ჩვენ წინაპრებმა ბევრი რამ იცოდნენ და ეს ცოდნები იკარგებოდა რაც დრო გადიოდა, საუკუნეების განმავლობაში.
ყოველთვის მომწონდა ეს პოზიცია, დეგრადაცია ქართული ენის მიხედვით, ადამიანის ცნობიერების დეგრადაცია:
იყო დრო, როდესაც ყველაზე მაგარი კაცი იყო ბრძენი კაცი, ანუ გონიერი კაცი. შემდეგ ყველაზე მაგარი კაცი გახდა გულადი კაცი, რატომ? იმიტომ, რომ ქვეყანას დაცვა და მეომარი სჭირდებოდა. შემდეგ პერიოდში, 19-ე საუკუნის ბოლოს და 20-ე საუკუნის დასაწყისში მაგარ კაცს დაარქვეს ყვე*ებიანი კაცი, შემდეგ 50-60-იან წლებიდან წამოვიდა ასეთი ტერმინი „ტრა*იანი კაცი“. ამას იტყოდნენ კაცზე, რომელსაც ყველაფრის გაკეთების უნარი ჰქონდა, ვისაც შეეძლო. დაუკვირდით, ადამიანის ცნობიერება სიბრძნიდან, თავიდან ჩამოვიდა ტრ*კში, ეს არის რეალობა და ადამიანი მართლაც ასეთი გახდა, არადა მიზანი რა არის, ისევ უკან დაბრუნდეს სიბრძნეში“, - ამბობს მალხაზ გველუკაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ბიზნესცენტრ „დელისის“ შენობაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია