
პარლამენტის ყოფილმა წევრმა ხათუნა ხოფერიამ „იმედი LIVE“-ში თავის ძმაზე, ბახვა ჩიქობავაზე ისაუბრა, რომელიც უკრაინაში ბრძოლის დროს დაიღუპა. მისი თქმით, ძნელია, როდესაც გარდაცვლილის ცხედარი თვალით არ უნახავთ, რადგან მის სიკვდილს ვერ იჯერებენ და მას ლოცვების დროს ცოცხლებშიც მოიხსენიებენ და მკვდრებშიც.
„ჩვენ პრაქტიკულად, არ ვიცით, რა ვითარებაში გარდაიცვალა. მისმა მეგობარმა თქვა, რომ ბრძოლაში დაიღუპაო.
ის გადაეფარა ახალგაზრდა ჯარისკაცებს, ოღონდ ეს მეგობარიც ჰყვებოდა სხვა ჯარისკაცის მონაყოლს.
ამის შემდეგ ჩვენ, რა თქმა უნდა, რაღაც კონტაქტებზე გავედით. ჩვენ გვქონდა კონტაქტი უკრაინის გენშტაბთან.
მაღალი თანამდებობის პირებს ვესაუბრე, რომ გამეგო ზუსტი თარიღი და ადგილი, სად გარდაიცვალა ჩემი ძმა.
იქ მითხრეს საერთოდ სხვა რამ, რომ ის დაიღუპა გმირულად, გადადიოდა შტურმზე და ამ დროს აფეთქდა ნაღმზე.
ყველაზე რთული ყოფილა, როდესაც ცხედარიც არ არის. ახლა იერუსალიმში ვიყავი და ცოცხლებშიც და მიცვალებულებშიც მოვიხსენიე“, – განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.
ასევე დაგაინტერესებთ👇