Digest Logo

ზამთრის ოლიმპიადის მეოთხე დღეს მედლების რვა კომპლექტი გათამაშდა

1770791130
ედლების რვა კომპლექტი გათამაშდა

ზამთრის 25-ე ოლიმპიური თამაშების მესამე დღეს მედლების რვა კომპლექტი გაითამაშეს. ყველაზე წარმატებული ნორვეგიის ოლიმპიური გუნდი იყო, რომელმაც სამი ოქრო, ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაო მოიპოვა.

ლეგენდარულმა იოჰანეს კლებომ ამ ოლიმპიადაზე მეორე ოქრო მოიგო და ახლა შვიდგზის ოლიმპიური ჩემპიონია. ზამთრის თამაშების ისტორიაში უფრო მეტი ოქრო მხოლოდ სამ სპორტსმენს ჰქონია და სამივე ნორვეგიელია – ბიორნ დელი (თხილამურებით რბენა), მარიტ ბიორგენი (თხილამურებით რბენა) და ოლე-ეინარ ბიორნდალენი (ბიატლონი). სამივეს რვა-რვა ჩემპიონობა ჰქონდათ კარიერაში.

მესამე დღეს ახალი ისტორია დაწერა იტალიელმა არიანა ფონტანამ. იტალიამ მოიგო შერეული ესტაფეტა და 35 წლის ფონტანა პირველი ქალია ისტორიაში, ვისაც ზედიზედ ექვს ოლიმპიადაზე მოუპოვებია, მინიმუმ, ერთი მედალი. სულ მას 12 მედალი აქვს კოლექციაში და აქედან სამი უმაღლესი სინჯისაა.

ბიატლონი

ინდივიდუალური. 20 კმ. კაცები
იოჰან-ოლავ ბოტნი (ნორ) – 51:31.5 (0)
ერიკ პერო (საფ) – +14.8 (1)
სტურლა ლეგრეიდი (ნორ) – +48.3 (1)

სამთო თხილამურები

კომბინაცია. ქალები
ავსტრია (რედლერი/ჰუბერი) – 2:21.66
გერმანია (ვაიდლე-ვინკელმანი/აიხერი) – 2:21.71
აშშ (უაილზი/მოლცანი) – 2:21.91

ქერლინგი

მიქსტი
შვედეთი
აშშ
იტალია

თხილამურებით რბენა

სპრინტი. ქალები
ლინ სვანი (შვედ) – 4:03.0
იონა სუნდლინგი (შვედ) – +1.6
მაია დალკვისტი (შვედ) – +4.8

თხილამურებით რბენა

სპრინტი. კაცები
იოჰანეს კლებო (ნორ) – 3:39.7
ბენ ოგდენი (აშშ) – +0.9
ოსკარ ვიკე (ნორ) – +6.8

ტრამპლინიდან ხტომა

შერეული გუნდური
სლოვენია – 1069.2
ნორვეგია – 1038.3
იაპონია – 1034.0

ციგაობა

ერთადგილიანი. ქალები
იულია ტაუბიცი (გერ) – 3:30.625
ელინა ევა ბოტა (ლატ) – +0.918
ეშლი ფარკუჰარსონი (აშშ) – +0.957

ფრისტაილი

სლოუპსტაილი. კაცები
ბირკ რუუდი (ნორ) – 86.28
ალექსანდერ ჰოლი (აშშ) – 85.75
ლუკა ჰარინგტონი (ზელ) – 85.15

შორტ-ტრეკი

შერეული ესტაფეტაიტალია – 2:39.01კანადა – 2:39.27ბელგია – 2:39.353

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕გონიერების ძალა - როგორ მართავს გონება ჩვენს რეალობას?

⭕„თუ დარწმუნებულები ვართ, რომ ახალი ურთიერთობა კარგს ვერაფერს მოგვიტანს, დაშორება გარდაუვალი ხდება“ - როგორ გავათავისუფლოთ გონება უარყოფითი ფიქრებისგან

⭕„არ არის სასურველი ფულის ვალად გაცემა ან ბანკში შეტანა!“ - 11 თებერვლის მეტაფიზიკური პროგნოზი

წყარო: 1tv.ge