ზაზა ნადირაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
უნგრეთში კანოესა და კაიაკში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. კონტინენტის პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ზაზა ნადირაძემ. ქართველმა ნიჩბოსანმა ერთადგილიანი კანოეთი 200-მეტრიანი დისტანცია 38.898 წამში დაფარა და ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულა.
ევროპის ჩემპიონი პოლონელი სპორტსმენი, ვიცე-ჩემპიონი კი ესპანელი ნიჩბოსანი გახდა.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„უიდეალურესი ღიმილი...“ - ნახეთ, დალი ჩიტალაძის ახალი, მომნუსხველი ფოტოები
⭕„შეწყვიტე სწავლა და შენ დაინახავ...“ - რას წერს გია მურღულია