ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში ევრო 2024-ზე წერს. მისი თქმით, სასიხარულო ამბავია, რომ ქართველი გულშემატკივარი ამჯერად საკუთარი ქვეყნის ფეხბურთელებს უგულშემატკივრებენ.
„დღეიდან 1 თვის მანძილზე, 14 ივლისამდე გერმანია ფეხბურთში ევროპირველობას უმასპინძლებს.
და რა ბედნიერებაა, რომ ახლა სხვა გუნდს კი არა, შენი საკუთარი ქვეყნისას გულშემატკივრობ.
ცხადია, უბედნიერესი ვიქნები ეროვნული ნაკრების ნებისმიერი წარმატების და ისიც მინდა გავიგო, ევროპირველობის პირველ გოლს ვინ გაიტანს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.
თუ საქართველოს ნაკრებისგან ამჯერად ოქროს მედლებს არ ველით, მაშ ვისგან უნდა მოველოდოთ?
ჩემი ვარაუდი ინგლისია“, - წერს გოგა ჩანადირი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕Coca-Cola-ს რუსეთში დაბრუნება სურს - კომპანიამ სავაჭრო ნიშნების რეგისტრაციაზე განაცხადი შეიტანა