Digest Logo

ზელენსკის ბუბა კიკაბიძის დაკრძალვის ორგანიზებაში ჩართვა სურს - გიული ალასანია

1673853090
ზელენსკი და კიკაბიძე

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობილი ქართველი არტისტის ბუბა კიკაბიძის დაკრძალვის ორგანიზებაში ჩართვა სურს. ამის შესახებ ალასანიამ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ დასწყვიტა გული და ყველას მინდა მივუსამძიმრო. მე პირადად იმ უმცირესობას ვეკუთვნი, რომლებსაც გვახსოვს მისი პირველად სცენაზე გამოჩენა. ძალიან ბევრ აკეთებდა ეს ადამიანი იმისთვის, რომ გადაერჩინა ჩემი შვილის სიცოცხლე.

უკრაინის პრეზიდენტის კანცელარიიდან დარეკეს რეფორმების ოფისში, რომელსაც დღემდე ჩემი შვილი ხელმძღვანელობს და იქ შეატყობინეს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არის შოკში ამ ამბის გამო და მას ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ ჩაერთოს ბუბას დაკრძალვის ორგანიზებაში“, - განაცხადა ალასანიამ.

შეგახსენებთ, მსახიობი, მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში 15 იანვარს გარდაიცვალა. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ნანი ბრეგვაძის ემოციური პოსტი ბუბა კიკაბიძეს

🔵„ძლივს გაახილა თვალი, ოდნავ ასწია ხელი და შემდეგ ვაჟკაცურად - რუსეთის დედაო! ამით დაასრულა“ - გიორგი ჩალაძე

🔵„ჩვენი ბუბა აღარ გვყავს! ვუსამძიმრებ მთელს საქართველოს!“ - ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას ცნობილები ეხმაინებიან