Digest Logo

„ზესტაფონმა, იმ მიწა-წყალმა, იმ სუნმა ბალახის, საჭმლის და ღვინოსი, ჩემზე ძალიან დიდი კვალი დატოვა...“ - ნუგზარ რუხაძე

1780343030
რუხაძე ნუგზარი

ჟურნალისტი და მეცნიერი ნუგზარ რუხაძე გადაცემის „ჩემი საქართველო“ სტუმარი იყო, სადაც მან ზესტაფონსა და ზესტაფონელებზე ისაუბრა. 

როგორც თავად აღნიშნა, ბავშვობაში სოფელ ქვედა საქარაში ძალიან დიდ დროს ატარებდა:

„ჩემი შეგნება და ფიქრი მეუბნება, რომ ახლა სახლში ვარ. ამდენი ზესტაფონელი ერთად და ერთი წუთით წარმოიდგენ, რომ ამ სკამიდან იმ სკამამდე სუფრაა გაშლილი, ყველა შემოვუსხდებით მაგიდას და ატყდება სიყვარული, სიცილი, ცრემლი, ნათესავების და მეგობრების აღმოჩენა, გადაფსქვნა - ესაა ჩემი საქართველო.

მე ზესტაფონმა, იმ მიწა-წყალმა, იმ მიმოხვრამ, იმ სუნმა ბალახის, საჭმლის და ღვინოსი რაც არის, ჩემზე ძალიან დიდი კვალი დატოვა, ჩემს ცხოვრებაზე. არ ვარ ზესტაფონში დაბადებული, მაგრამ ჩემი ბავშვობის ძალიან დიდი დრო ზესტაფონშია გატარებული.

მაისის ბოლოს სკოლა რომ დამთავრდებოდა, წამიყვანდნენ ზესტაფონში“, - ამბობს ნუგზარ რუხაძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ზესტაფონი ჩემთვის თვალის გახელა, მახსოვრობა, ყველაფერია...“ - ენძელა მაჭავარიანი

„უღალატო მეგობარი და საუკეთესო ვაჟკაცი, ყველასთვის სიხარულის მომტანი...“ - გია ბაღაშვილი მამუკა ონაშვილზე, რომელიც 58 წლის გახდებოდა

„ყველაზე დიდი ბედნიერება, რაც ცხოვრებაში შეიძლება განიცადო, დედობაა...“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილებთან ერთად პოზირებს