თუ გერგეტის სამების მონასტერში ჯერ არ ყოფილხართ, გადადე ყველა საქმე და აუცილებლად ესტუმრე, მოილოცე და ეზიარე ამქვეყნიურ სამოთხეს. არ არსებობს სიტყვები, რომლითაც შესაძლო გადმოსცე ის რასაც აღიქვამს თვალი - ზეციდან დანახულ საქართველოს.
ეს არის ტაძარი ღრუბლებზე მაღლა. თბილისიდან 4 საათის სავალზე ყოველდღიურად ჩვენთვის და საქართველოს მშვიდობისთვის ლოცულობს გერგეტის სამების საძმო, ლოცვა ამ ადგილას ოთხი ათეული წელია არ შეწყვეტილა.
გერგეტის სამებაში წირვა-ლოცვა 1981 წლის 16 ივლისს, განაახლა უწმინდესმა ილია მეორემ.
მაშინ კათალიკოსმა თქვა, რომ პირველად იგრძნო ღმერთთან ასეთი სიახლოვე და შესაბამისად დააარსა ღვთაებრივი სიყვარულის დღე, რომელიც ყოველ წელს აღინიშნება.
აღნიშნულ საკითხზე სიუჟეტი „იმედის კვირამ“ მოამზადა:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕უბერებელი ნანი ბრეგვაძე იუბილარია - ლეგენდარული მომღერალი 88 წლის გახდა