
ჟურნალისტ გიორგი კობერიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. იგი საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი ჟურნალისტი იყო, რომელიც მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხდა.
სამძიმრის წერისა და ემოციურ კადრებს აქვეყნებს საქართველოს „პირველი არხი“:
„პირველი არხის და „მოამბის“ გუნდისთვის დღეს უმძიმესი დღეა.
ზუსტად ერთი წელი გავიდა იმ თარიღიდან, როდესაც ჩვენი მეგობარი და კოლეგა, გიორგი კობერიძე მძიმე დაავადებასთან ბრძოლაში დამარცხდა. გიორგიმ დაგვიტოვა ტკივილი და სიყვარული არა მარტო ჩვენ, არამედ მთელ ქართულ მედიას. მან მცირე დროში მოახერხა და თითოეული ჩვენგანის გულში დიდი ადგილი დაიკავა.
მძიმე პერიოდშიც კი ყველას ამხნევებდა და იბრძოდა ბოლომდე. ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას ის მაყურებელს კარგად ახსოვს, თუმცა გიორგი სრულიად განსხვავებული და განსაკუთრებული იყო მეგობრებთან, კოლეგებთან - ღიმილიანი, სიცოცხლითა და იუმორით სავსე.
ჩვენ დავკარგეთ საუკეთესო მეგობარი, ქართულმა მედიამ კი პროფესიონალი, თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული კოლეგების გვერდში მდგომი ჟურნალისტი, რომელიც ყველას უპირობოდ უყვარს და მუდამ ემახსოვრება“, - წერს „პირველი არხი“.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მიქაუტაძის „ლიონმა“ აბუაშვილისა და წიტაიშვილის „მეცი“ დაამარცხა
⭕როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში - ტემპერატურა ქალაქების მიხედვით