Digest Logo

„ზოგჯერ გმირებს სიტყვები არ სჭირდებათ… ისინი ოთხ თათზე დადიან და სიცოცხლეს ყნოსვით და საოცარი ინსტინქტით პოულობენ“ - გაიცანით, მაშველი ძაღლი ტინტო

1795161993
მაშველი ტინტო

ქვემო ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილის 16 ნომერში მდებარე ე.წ. უსინათლოთა დასახლების 5-სართულიან კორპუსში აფეთქება 19 ნოემბრის დილის 9 საათზე მოხდა. 

სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 3 წლის ბავშვი ცოცხალი იპოვეს. მცირეწლოვანი კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საერთო ჯამში ნანგრევებში 6 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.

მაშველებთან ერთად შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ძაღლი ტინტო, რომელმაც პატარა გოგონა იპოვა და სიცოცხლე შეუნარჩუნა.

„ზოგჯერ გმირებს სიტყვები არ სჭირდებათ… ისინი ოთხ თათზე დადიან და სიცოცხლეს ყნოსვით, ერთგულებითა და საოცარი ინსტინქტით პოულობენ.

ეს ტინტოა, ჩვენი პატარა ოთხფეხა გმირი, რომელმაც ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის დროს, აფეთქების შედეგად ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი პატარა გოგონა იპოვა და სიცოცხლე შეუნარჩუნა.

იქ, სადაც ნანგრევებში იმედი თითქმის ჩამქრალი იყო, ტინტომ სიცოცხლის ხმა გაიგონა… და თავისი ერთგულებით სასწაული მოახდინა.

რამხელა სიკეთეა ამ პატარა არსებაში! რამდენი სიყვარული, ერთგულება და თავდადება შეიძლება ეტეოდეს ერთ პატარა გულში…

მადლობა, ტინტო! შენ კიდევ ერთხელ შეგვახსენე, რომ გმირობას არც სიტყვა სჭირდება, არც წოდება და არც მედალი გმირობა საქმით მტკიცდება!

განსაკუთრებული მადლობა თითოეულ მაშველს, ყველა იმ ადამიანს, ვინც დღე და ღამე, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, სხვის გადასარჩენად იბრძვის.

ღმერთმა დაგიფაროთ ყველა, ვინც სიცოცხლეს სიცოცხლისთვის არ ზოგავთ! ზოგჯერ ოთხი თათი იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე ათასი სიტყვა იტყვის…“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ცნობისთვის, ქვემო ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილის 16 ნომერში მდებარე ე.წ. უსინათლოთა დასახლების 5-სართულიან კორპუსში აფეთქება 19 ნოემბრის დილის 9 საათზე მოხდა. ერთ-ერთი სადარბაზოს მე-5 სართულზე გაზის გამათბობლის მწყობრიდან გამოსვლას ნგრევა მოჰყვა. ჩამოინგრა შენობის მზიდი კონსტრუქცია, სრულად განადგურდა სადარბაზოს ცენტრალური ნაწილი, კიბის უჯრედები, სართულებს შორის გადახურვები და ფასადის ნაწილი.

დაშავებული ოთხი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. კრიტიკულია 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც გაზი აფეთქდა - ის დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი, სხეულის 87%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული და დაზიანებული აქვს სასუნთქი გზები.

მაშველები 7 ადამიანს ეძებდნენ. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 3 წლის ბავშვი ცოცხალი იპოვეს. მცირეწლოვანი კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საერთო ჯამში ნანგრევებში 6 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.

ფონიჭალაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕როგორია ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი 3 წლისა და აფეთქების შედეგად დაშავებული 11 წლის ბავშვების მდგომარეობა

⭕მზე მშვილდოსანში გადადის: 22 ნოემბრიდან ზოდიაქოს 6 ნიშანს წარმატებული პერიოდი ეწყება – ვის მოუტანს მშვილდოსნის სეზონი იღბალს?

⭕„ვერ ვიჯერებ არიანა, რომ აღარ იკაშკაშებ კლასში…” - ფონიჭალის ტრაგედიის დროს გარდაცვლილ პატარას ემშვიდობებიან

✕