
მოდელი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი უკვე რამდენიმე წელია, ტელეეკრანებიდან გაქრა და სატელევიზიო შოუებში მონაწილეობაზე უარს ამბობს. აღნიშნული გადაწყვეტილება კი იმით ახსნა, რომ მის ყოველ გამოჩენას უამრავი ჭორი მოსდევს. მიუხედავად ამისა, შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში აქტიურია და საკუთარი ცხოვრების დეტალებს გამომწერებსა და გულშემატკივრებს პერიოდულად უზიარებს.
მოდელის პირად ცხოვრებას, არაერთი სკანდალი უკავშირდება და მის გვერდით მყოფ საყვარელ კაცზე სხვადასხვა ჭორი თუ მართალი ვრცელდება ყვითელ მედიაში.
მოდელი 8 ივლისს იუბილარი იყო, იგი 43 წლის გახდა, იუბილე კი უამრავმა ადამიანმა მიულოცა.
შორენა ბეგაშვილის დაბადების დღის წვეულებიდან მეგობრებმა კადრები გამოაქვეყნეს.
როგორც კადრებიდან ჩანს მის დაბადების დღის წვეულებას უამრავი ცნობილი სახე ესწრებოდა, თავად მას თეთრი კაბა ეცვა, რომელიც შემდეგ გამოიცვალა.
ბეგაშვილმა, დაბადების დღის წვეულება საკუთარ სახლში მოაწყო, სადაც მომღერლებმა სტუმრების გამხიარულებაზე იზრუნეს.
დაბადების დღეზე ასევე იყო დრესკოდი ყველა სტუმარს თეთრი ფერი ეცვა.
სტუმრებს შორის იყვნენ შორენას ცნობილი მეგობრები: ლელა წურწუმია, რატი დურგლიშვილი, მაკა ზამბახიძე, აჩიკო მეფარიძე, ხატია შამუგია.
ნახეთ კადრები 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ეს არ არის როლი - ეს მე ვარ“ - ნეკა დოროყაშვილის ცეცხლოვანი ფოტოები
⭕„ჩემი დიდი სიყვარული დაიბადა დღეს“ - როგორ ულოცავენ ცნობილები სალომე ბაკურაძეს დაბადების დღეს
⭕„სამაგალითო ოჯახი“ - გიორგი გასვიანი მეუღლესთან და შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს