Digest Logo

ზუგდიდში, ავარიის შედეგად დაღუპულების ვინაობა ცნობილია

1788255368
ავარიის შედეგად დაღუპულები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში მომხდარი მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

„დაიჯესტის“ ინფორმაციით, ტრაგიკულ შემთხვევას 45 წლის კაცი და 22 წლის ქალი ემსხვერპლნენ. ისინი მსუბუქ ავტომობილში იმყოფებოდნენ და მიღებული დაზიანებებისგან ადგილზე გარდაიცვალნენ.

ერთ-ერთი დაღუპული ადგილობრივი ბაკურ გაბისონიაა.

„ზუგდიდში, სოფელ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ბაკურ გაბისონია. ნათელში იყოს მისი სული“, - წერს მოქალაქე ნინო კვარაცხელია.

მეორე დაღუპული კი მისი თანასოფლელი ახალგაზრდა ქალი - მარიამ ჩიქავაა.

ცნობისთვის, შემთხვევა 1-ელ სექტემბერს, დილით მოხდა. ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები იყვნენ მობილიზებულნი.

როგორც „დაიჯესტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.