
„პოლიტიკური ალღო-ქარიზმა ამ ბეჩავს არ აქვს და ძირითადად ხმაურზეა ორიენტირებული, ოღონდ თან მაგრად ეშინია საკუთარ განცხადებებზე პასუხის მოსმენა და პარლამენტის სხდომათა დარბაზშიც ვერ შედის“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომლის თანახმად ვაშაძემ აღნიშნა, რომ პარლამენტსა და უმაღლეს თანამდებობებზე 15-მდე რუსი აგენტი რეზიდენტია და მათ შორისაა „ოთხეული“. ვაშაძის თქმით, ამ აგენტების სათავეში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დგას.
„ეს რა მაგარი „პოლიტ-ესკორტი“ ჰყავთ ოპოზიციაში, ძირითადად პროვოკაციულ „გამოძახებებზე„ მუშაობს... პოლიტიკური ალღო-ქარიზმა ამ ბეჩავს არ აქვს და ძირითადად ხმაურზეა ორიენტირებული, ოღონდ თან მაგრად ეშინია საკუთარ განცხადებებზე პასუხის მოსმენა და პარლამენტის სხდომათა დარბაზშიც ვერ შედის... ასეთ განცხადებას, პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსი მინიმუმ კონკრეტულ ფაქტებს მოაყოლებდა, თუმცა ვაშაძე და პასუხისმგებლობა ისეა ერთმანეთთან, როგორც ღორი და მანიკიური... რა საცოდაობაა ასეთი პოლიტიკოსების ყურება, თავი კიტრები ჰგონიათ და ქინძის ფასიც არ აქვთ“, - წერს ქადაგიძე ფეისბუკზე.
ცნობისთვის, „პარლამენტში და უმაღლეს თანამდებობებზე, დაახლოებით, რუსეთის 15 აგენტია“ - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.