Digest Logo

ზურიკო დავითაშვილი ლიგა 1-ის კლუბს დაუკავშირეს

1747687816
ზურიკო დავითაშვილი

„სენტ ეტიენს“ ზურიკო დავითაშვილი სავარაუდოდ დატოვებს და უფრო მაღალი დონის გუნდში გააგრძელებს კარიერას.

ფრანგი ჟურნალისტი მოჰამედ ტუბაშე სოციალურ ქსელში წერს, რომ „სტრასბურისთვის“ დავითაშვილი სერიოზული ვარიანტია. ჯერ მოლაპარაკებები არ დაწყებულა, მაგრამ ფრანგული გუნდი დაინტერესებულია 24 წლის შემტევით, რომლის ფასი დაახლოებით 10 მილიონი ევროა.

„სტრასბური“ ამბიციური გუნდია, რომელმაც ლიგა 1-ში მეშვიდე ადგილი დაიკავა და „პსჟ“ საფრანგეთის თასს თუ მოიგებს, მომდევნო სეზონში კონფერენს ლიგაზეც ითამაშებს.

გარდა ამისა, Le Progres-ი ასახელებს სამ კლუბს, რომლებისთვისაც დავითაშვილი კარგი გაძლიერება იქნება. ერთ-ერთი სწორედ „სტრასბურია“, რომელიც ემანუელ ემეგას სავარაუდოდ, ვერ შეინარჩუნებს, შესაბამისად, მისი შემცვლელი დასჭირდება.

ფრანგული გამოცემა კიდევ ორ კლუბს ასახელებს: „ბრესტი“, რომელიც მეცხრე ადგილზე გავიდა, მაგრამ ამ შემთხვევაში პრობლემა ზურიკოს სატრანსფერო ფასია, რადგან „ბრესტისთვის“ 10 მილიონი საკმაოდ ძვირი ფასია.

მესამე ვარიანტია „პარიზი“, რომელიც ლიგა 1-ში ახლახან აღზევდა, მაგრამ ამბიციური მიზნები აქვს და მარცხენა შემტევის პოზიციაზეც გაძლიერებას გეგმავს.

ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 1-ის 33 მატჩში თავი 9 გოლით, 8 საგოლე პასით და ერთი მოპოვებული პენალტით გამოიჩინა, რაც შესანიშნავი სტატისტიკაა. აშკარაა, რომ „სენტ ეტიენს“ მისი შენარჩუნება გაუჭირდება, რადგან ეს გუნდი ლიგა 2-ში გავარდა. ქართველს „მწვანეებთან“ კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„რამდენიც არ უნდა იძახოთ, რაღა დროს „ნაცებიაო“, 80 წელი გავიდა და დღემდე გვახსოვს ფაშიზმი - მამაჩემის კაცობაში ან სიყვარულში იმედია, ეჭვი არავის ეპარება, დროში იყო შეზღუდული და იმდენი რამე ვერ თქვა...“ - გია ბურჯანაძის ქალიშვილი მამის კომისიაზე გამოკითხვას და მის მიმართ კრიტიკას ეხმაურება

🎥 როგორ გავრეცხოთ და შევინახოთ ხილ-ბოსტნეული სწორად? - სპეციალისტის რჩევები

🎥 „მიუხედავად სირთულეებისა, ეს დღე მაინც დადგა... მოგზაურობა, რომელიც არასდროს დამავიწყდება...“ - გიორგი გველესიანი ფერეიდნელ ქართველებზე