Digest Logo

„რამდენიც არ უნდა იძახოთ, რაღა დროს „ნაცებიაო“, 80 წელი გავიდა და დღემდე გვახსოვს ფაშიზმი - მამაჩემის კაცობაში ან სიყვარულში იმედია, ეჭვი არავის ეპარება, დროში იყო შეზღუდული და იმდენი რამე ვერ თქვა...“ - გია ბურჯანაძის ქალიშვილი მამის კომისიაზე გამოკითხვას და მის მიმართ კრიტიკას ეხმაურება

1747670249
 რუსა ბურჯანაძე

მსახიობ გია ბურჯანაძის ქალიშვილი მამის კომისიაზე გამოკითხვას და მის მიმართ კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც რუსა ბურჯანაძე წერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სამუდამოდ უნდა აიკრძალოს ქვეყანაში და დამნაშავეები აუცილებლად უნდა დაისაჯონ:

„მამაჩემის კაცობაში, სიმართლეში ან სამშობლოს სიყვარულში ეჭვი არავის არ ეპარება იმედია და თუ ფიქრობთ, რომ რამეს ამეტებს გეტყვით რომ კიდევ იმდენი ვერ თქვა რადგან შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დროში იყო შეზღუდული (თურქეთიდან ჩაერთო, კლინიკიდან).

ახლა რაც შეეხება „ნაცებს“ და მაგათ მხარდამჭერებს ახლაც რომ დარბიან ქუჩებში.

რამდენიც არ უნდა იძახოთ რომ რაღა დროის „ნაცებიაო“ და ვის ახსოვს ეგენიო, იცით რა? - 80 წელი გავიდა რაც ფაშიზმი დავამარცხეთ, მაგრამ დღემდე გვახსოვს და დღემდე იხდის გერმანია „რაიხის“ ვალებს თუნდაც ფიზიკურს და თუნდაც მორალურს. და ჰო, „ნაციონალები“ და მაგათი ნებისმიერი სახის განშტოებები სამუდამოდ უნდა აიკრძალონ ამ ქვეყანაში და დამნაშავეებიც შეიძლება გვიან, მაგრამ აუცილებლად უნდა დაისაჯონ.

ნიურნბერგის პროცესზე დასაჯეს ჰანს ფრიჩშე (Hans Fritzsche )ადამიანი, რომელიც გებელსის პროპაგანდისტული რადიოს დიქტორი იყო, ახმოვანებდა უბრალოდ გებელსის და ჰიტლერის დაწერილ მოსაზრებებს და ჰიტლერის საყვარელი არქიტექტორიც იმავენაირად სამართლდებოდა ნიურნბერგში, როგორც გერინგი, ჰესი, რიბენტროპი და ა.შ. მთელი ტრიბუნალის განმავლობაში.

ასე მოექცა ევროპა ჯალათებს და ზოგადად ნიურნბერგის მერე დაფუძნდა სიტყვა „გენოციდი” რომელიც მერე ჰააგის სასამართლოს სამხედრო ტრიბუნალმა აქტიურად გამოიყენა მაგალითად იუგოსლავიის საქმეზე.

იგივე გააკეთეს ნაცებმა და ნაცების პერიოდის ციხე იგივე თანამედროვე კონცლაგერი იყო ჩემი აზრით, გენოციდზე, შიშზე, ტერორზე აღარ ვიტყვი არაფერს.

აქვე კიდე ვიღაც ვიღაცებს მინდა შევახსენო, რომ სხვათა შორის იტალიაში მუსოლინი შეყვარებულთან ერთად აწამეს და მოკლეს სახალხოდ, ამიტომ ვინც თქვენი ქმრების და „ნაშების“ ბინძურ საქმეებში ხართ გარეულები და ახლა ბევრს ლაპარაკობთ იცოდეთ, რომ ისტორია ყოველთვის მეორდება, მაკიაველი გადაიკითხეთ“, - წერს რუსა ბურჯანაძე.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ გავრეცხოთ და შევინახოთ ხილ-ბოსტნეული სწორად? - სპეციალისტის რჩევები

🎥 „მიუხედავად სირთულეებისა, ეს დღე მაინც დადგა... მოგზაურობა, რომელიც არასდროს დამავიწყდება...“ - გიორგი გველესიანი ფერეიდნელ ქართველებზე

🎥 „მსოფლიოში საუკეთესო მეკარე ხარ და გთხოვ დარჩიო უყვიროდნენ...“ - Geo Team-ი გიორგი მამარდაშვილისა და მისი ფანების ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს