საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და სენტ-ეტიენის ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი ლიგა 1-ის ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზეა წარდგენილი.
მას კონკურენციას უწევენ „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევი ბრედლი ბარკოლა და ლილის მეკარე ლუკას შევალიე.
ცნობისთვის, ზურიკო დავითაშვილი ტოპ ლიგების ოქტომბრის თვის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა და მისი გოლი „ოსერის“ წინააღმდეგ, ლიგა 1-ის ოქტომბრის 5 საუკეთესო გოლს შორისაც დასახელდა.