Digest Logo

ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძვის

1777652641
ზურიკო დავითაშვილი

ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო მოთამაშეთა ნომინანტთა შორისაა - „სენტ-ეტიენის“ ქართველი შემტევის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის პროფესიონალი ფეხბურთელების ეროვნული კავშირი (UNFP) ავრცელებს.

ორგანიზაციამ დაასახელა ხუთი მოთამაშე, რომლებიც ლიგა 2-ის ჯილდოსთვის იბრძოლებს.

ზურიკო დავითაშვილის (სენტ-ეტიენი) გარდა, ნომინირებულები არიან: მარტინ ადელინი (ტრუა), ენცო ბარდელი (დუნკერკი), ტაუფიკ ბენტაიები (ტრუა) და ჯოვანი ვერსინი (პაუ).

გამარჯვებული სეზონის დასრულების შემდეგ გამოვლინდება. შეგახსენებთ, რომ „მწვანეების“ შემტევმა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში მოასწრო 28 შეხვედრის ჩატარება, რომელშიც გაიტანა 13 ბურთი და გააკეთა 4 ასისტი. გამოსარჩევია ისიც, რომ რონელები ამ მომენტისთვის არიან მე-3 პოზიციაზე, რითაც საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში გადმოსვლის შანსსაც ინარჩუნებენ.

25 წლის შემტევის გამარჯვების შემთხვევაში, ის შეუერთდება ჟერომ როთენს, იოან გუფრანს, სებასტიან რიბასს, ოლივიე ჟირუს, გიორგი მიქაუტაძესა და სხვა გამორჩეულ მოთამაშეებს, რომლებიც საფრანგეთის მე-2 დივიზიონში თავის დროზე საუკეთესოებად დაასახელეს.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🎥 „ამ აბსურდში მე ვერ ჩავებმები... ჩემი შვილები მე სულ თან მყავს“ - ენი გასიევა ყიფშიძეების ოჯახს პასუხობს

🎥 „სირცხვილია! ჩემს თავს არ ვაკადრებდი ამას... რეალობა სხვანაირად იყო და ამას მალე მოვყვები“ - ენი გასიევა ყოფილ გერს პასუხობს

„არ სუნთქავდა და პულსი არ ესინჯებოდა...“ - როგორ გადაარჩინეს ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე სასწრაფოს ექიმებმა თბილისში