საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული „სენტ-ეტიენის“ ფეხბურთელი, ზურიკო დავითაშვილი ლიგა1-ის ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
მას კონკურენციას უწევდნენ „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევი ბრედლი ბარკოლა და „ლილის“ მეკარე ლუკას შევალიე.
ცნობისთვის, ზურიკო დავითაშვილი ტოპ ლიგების ოქტომბრის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა და მისი გოლი „ოსერის“ წინააღმდეგ, ლიგა 1-ის ოქტომბრის 5 საუკეთესო გოლს შორისაც დასახელდა.
23 წლის შემტევი „ბორდოდან“ „სენტ-ეტიენში“ მიმდინარე წლის ზაფხულში გადავიდა, რის შემდეგაც, საფრანგეთის უმაღლეს საფეხბურთო ლიგაში მისი დებიუტი შედგა.
🏆 Le but de Zuriko Davitashvili face à l’AJ Auxerre est élu but du mois en Ligue 1 ! 👏 pic.twitter.com/J8L3guTUDc
— La Mise Au Vert (@LaMiseAuVert_) November 8, 2024
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ყოველთვის პოზიტიური...“ - ნინო ჩხეიძე ახალ ფოტოებს აქვეყნებს
⭕„ვცდილობ ჩემი თავი დავიცვა ნეგატივისგან...“ - ნინი ქარსელაძე ბულინგზე