ზურიკო დავითაშვილმა მორიგი შესანიშნავი თამაში ჩაატარა საფრანგეთის ლიგა 2-ში, მაგრამ ამით ვერ ისარგებლა „სენტ-ეტიენმა“ და აუტსაიდერ „ბასტიასთან“ მხოლოდ ქულას დასჯერდა – 2:2.
საფრანგეთის რანგით მეორე ლიგის მე-17 ტურის საშინაო შეხვედრაში საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და წონასწორობა ორჯერ აღადგინა, 24-ე და 81-ე წუთებზე. მასპინძლებს მოგებაც შეეძლოთ, მაგრამ 87-ე წუთზე სტუმართა კარში დანიშნული პენალტი ტარდიუმ ვერ გაიტანა.
საფრანგეთის ლიგა 2-ში „სენტ-ეტიენმა“ 30 ქულა დააგროვა, „ტრუას“ (32) ვერ გადაასწრო და მე-2 ადგილზეა. დავითაშვილის ანგარიშზე კი მიმდინარე სეზონში 8 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ 14 დეკემბრის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
⭕„შესაძლებელია რომანტიკული შეხვედრა...“ - 14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
წყარო: 1tv.ge