Digest Logo

„1 კვირაა ველოდები რეაქციას, ვინ ამოიღებს ხმას, რას მოვიმოქმედებთ... ჩვენი პასუხი დუმილი აღმოჩნდა“ - ქეთა გაბუნია

1677320457
ქეთა გაბუნია და მარტა ბარამიძე

20 თებერვალს პროექტ „მასტერშეფის“ მონაწილემ - მარტა ბარამიძემ გადაცემაში „ია ფარულავას კონვერტი“ მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე ისაუბრა. 

🎥 „13 წლის ვიყავი, მას ტაძარში ველოდებოდი, მითხრეს, რომ დაჭრეს... სანამ საავადმყოფოში მიიყვანდნენ გარდაიცვალა“ - მარტას სასიყვარულო ურთიერთობების კრიზისი

🎥 „16 წლის ვიყავი, სექსუალური ძალადობის მცდელობა ჰქონდა... თითს მაჭრიდა...“ - მარტა ბარამიძემ მოძალადე ამხილა

„Animal Project • პროექტი ცხოველებისთვის“ ერთ-ერთი ავტორი ქეთა გაბუნია ბარამიძის სატელევიზიო ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმიანება და მას მომხდარ სისასტიკეზე საზოგადოების გულგრილობის გამო ბოდიშს უხდის.

„1 კვირა გავიდა საზარელი ამბის მოსმენიდან, რომელიც მართა ბარამიძემ გამოიარა. 1 კვირაა ველოდები რეაქციას, ვინ ამოიღებს ხმას, რას მოვიმოქმედებთ. ჩვენი პასუხი დუმილი აღმოჩნდა და ეს დუმილი ყველაზე არასწორია, რაც ახლა შეიძლება ხდებოდეს.

ჩვენ ვამბობთ რომ კლუბების, ფესტივალების და მთლიანად ელექტრონული მუსიკის არსი ზრუნვა, გაზიარება და უსაფრთხოებაა. ამაზე დგას ეს კულტურა და ჩვენს შორის არიან თურმე ადამიანები, რომლებიც სისასტიკეს სჩადიან და ამაზე ხმას არ ვიღებთ.

მართა stay strong! ბოდიში რომ ყველა ერთხმად არ ვკივით შენს დასაცავად“, - წერს ქეთა გაბუნია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵გელათის სამონასტრო კომპლექსში სარესტავრაციო სამუშაოებს საპატრიარქო უხელმძღვანელებს, კულტურის სამინისტრო კი სამუშაოებს ფინანსურად უზრუნველყოფს

🔵მართლმადიდებელი ეკლესია მიტევების კვირას აღნიშნავს

🔵„ეს შემზარავი ამბავი სწორედ მაშინ დაიწყო, როცა მესიჯი მივიღე…“ – ალეკო შუღლაძე