Digest Logo

„1 საათში 20 295 ათასი ლარი შეგროვდა - სულ 3,000,000 ლარი უნდა შევაგროვოთ“ - დომენიკ მანგო აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების სამკურნალოდ საჭირო თანხას აგროვებს

1682344973
დომენიკ მანგო

წელიწად-ნახევარია, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები, დაავადების სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსებას მოითხოვენ. ისინი ასევე, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ. მშობლების განცხადებით, წამალი ვოსორიტიდი, რომლის ერთწლიანი დოზა დაახლოებით 200 000 დოლარი ჯდება, საქართველოში სულ 16 ბავშვს სჭირდება.

სამოქალაქო აქტივისტმა კუკური ბარამიძემ იგივე დომენიკ მანგომ სოციალურ ქსელში მარათონი წამოიწყო და აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების სამკურნალოდ საჭირო თანხას აგროვებს.

„1 საათში და 26 წუთში!

3,000,000 ლარი უნდა შევაგროვოთ.

მესმის წარმოუდგენელია, მაგრამ ჩვენ ამას შევძლებთ.

ყველა ერთად, ერთიანობით ბავშვებს წამალს შევუძენთ.

ანგარიშის ნომერი კომენტარებშია, თავი არ უნდა დავზოგოთ.

„სადაც ორი და სამი შეიკრიბება ჩემი სახელით, იქ ვარ მეც“,- წერს დომენიკ მანგო.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „ტოპ 20-ში ვართ - გთხოვთ, მეგობრებო, არ დაიზაროთ, სულ რაღაც 10 საათი გვაქვს ხმის მისაცემად!“ - ნუცა ბუზალაძე საგანგებო მიმართვას ავრცელებს

🔵 „ნიკო კვარაცხელიას ფონდისგან მექნება საჩუქრად“ - რა ფოტოს ავრცელებს მარგარეტ დაიაური

🔵 „მონატრებული დედა რატომ არ შეგებრალა, მას ხომ სიგიჟემდე უყვარდი... გლოვობს ჩემი ლაგოდეხი“ - შოთო სიხარულიძე