Digest Logo

🎥 „10 წლის ნუცამ რომ იცოდეს, ახლა რა ცხოვრება მაქვს, რა გავიარე, ძალიან ვიამაყებდი ჩემი თავით“ - ნუცა ბუზალაძე

1790323309
 ნუცა ბუზალაძე

მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში აქტიურობითა და გულშემატკივრებთან მუდმივი, უშუალო კომუნიკაციით გამოირჩევა.

22 აგვისტოს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ნუცა ბუზალაძის გრანდიოზული LIVE შოუ სრული ანშლაგით დასრულდა.

იგი საქართველოში იმყოფება და „რუსთავი 2“-ს ესტუმრა, სადაც კარიერასა და განვლილ გზაზე ისაუბრა:

„ვაფასებ იმ შრომას, რაც გავიარე, ყველა იმ ადგილს, სადაც ვიყავი, ყველა იმ არას, კის, ყველაფერს და ამან მიმიყვანა აქამდე. 

ახლა რომ 10 წლის ვიყო და 10 წლის ნუცამ იცოდეს, ახლა რა ცხოვრება მაქვს, რა გავაკეთე და რა გავიარე, ძალიან ვიამაყებდი ჩემი თავით, რადგან მახსოვს ჩემი ოცნებები, მახსოვს, როგორ წარმოვიდგენდი.

წარმატება მაქვს, მაგრამ მინდა უფრო დიდი წარმატება. ძალიან მინდა, საქართველო გაიცნოს მსოფლიომ მუსიკალურად. მინდა, მსოფლიომ გაიცნოს როგორი ნიჭიერი ერი ვართ, გაიცნოს ჩვენი კულტურა, თუ მომცა ღმერთმა ამის შესაძლებლობა და ნიჭი, რომ სხვადასხვა ენებზე ვსაუბრობდე, კომუნიკაბელური ვიყო, სიმღერა და ცეკვა შემეძლოს, მაშინ ამას ექნება თავისი მიზეზი და პასუხისმგებლობა“, - ამბობს ნუცა ბუზალაძე.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Rustavi 2 • რუსთავი 2 (@rustavi2official)

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „რეპეტიციაზე ვერ ვავლენ მაქსიმუმს, სცენაზე გასვლისას ცა იხსნება და ღრუბელი გადადის“ - ნიკოლოზ ხარატი

🎥 „ის ადამიანები, ვინც არას გეუბნებოდნენ კეთილგანწყობილები ხდებიან და აფასებენ, რომ არ დანებდი“ - რას ამბობს ნუცა ბუზალაძე

🎥 რომელ საკვებ დანამატებში ვხვდებით B ჯგუფის ვიტამინებს - ვის შეიძლება აღმოაჩნდეს B-12-ის ნაკლებობა და რატომ?

✕