Digest Logo

„10 წლის ვიყავი, ჩემზე პირველად დედამ იძალადა, სასტიკად მცემდა, მკლავდა... ნესტიან სარდაფში ვიმალებოდი, ვტიროდი...“ - თამუნა მექერიშვილი ძალადობაზე ალაპარაკდა

1667292840
მექერიშვილი

გასართობ ცენტრ „მინიონების“ ერთ-ერთი მფლობელი - თამუნა მექერიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ძალადობის შესახებ წერს. 

მისი თქმით, მასზე პირველად დედამ იძალადა, შემდეგ კი ქორწინების სახით 13-წლიანი ტანჯვა მოევლინა.

„ვინც ჩემზე პირველად იძალადა დედა იყო. მცემდა სასტიკად.... მკლავდა... ბევრჯერ მახსოვს ნესტიან სარდაფში როგორ ვიმალებოდი და ვტიროდი.... პატარა ვიყავი ასე 10 წლიდან მახსოვს თავი... მერე ნაცემ და დამტვრეულ ძვლებს ავკრეფდი და ისევ საქმეს ვაკეთებდი....

მერე ძალადობას გავექეცი და უარესი ძალადობის ქვეშ მოვხვდი, რომელსაც ერქვა „ქორწინება“...
13-წლიანი ძალადობა...

ერთ დღეს გავბედე და ამ ყველაფრიდან წამოვედი.... მაშინ ვთქვი, რომ ვერცერთი ადამიანი ჩემზე ხელს ვერ აღმართავდა! ჰოდა მაინც, წლების შემდეგ, მაინც გაბედეს და თან სასტიკად....

და მე ამ ყველაფრიდან ისევ ერთი კვირის წინ წამოვედი.... დრო მჭირდება, რომ საჯაროდ მოვყვე ეს ყველაფერი...

არა ძალადობას! არა ღალატს და ტყუილს.

31.10.2022“, - წერს მექერიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „კრიტიკის ქარცეცხლში მოვხვედრილვარ იმიტომ, რომ ძალიან უმნიშვნელო რაღაც შემშლია. პოლიტიკაში ქერა და ცისფერთვალება ქალი აპრიორი სტერეოტიპულია“ - ნინო წილოსანი

🎥 „ვეცადე, ადამიანი რომ მოვა ჩემთან და ყავას დალევს, მისთვის მყუდრო გარემო შემექმნა“ - დაათვალიერეთ და ნახეთ, როგორი სახლი აქვს მერიკო კარტოზიას

🔵„წინასწარ გამოგქონდეს დასკვნები მხოლოდ იმის გამო, რომ ერთის მიმართ სიმპათია გაქვს, მეორე კი გაღიზიანებს - ეს გულდასაწყვეტი და არასწორია“ - დათო გორგილაძე