„პოლიტიკაში ქერა და ცისფერთვალება ქალი აპრიორი სტერეოტიპულია. ხშირად კრიტიკის ქარცეცხლის ქვეშ მოვხვედრილვარ იმიტომ, რომ ძალიან უმნიშვნელო რაღაც შემშლია. სულ ვიყავი ჩემი ოჯახის წარმატების და სიძლიერის წნეხის ქვეშ… პოლიტიკაში მოსვლა რაღაცის მისაღწევად არ მჭირდება”, - ამის შესახებ გადაცემაში „ნოესთან“ პარლამენტარი ნინო წილოსანი საუბრობს, რომელსაც ვრცლად მაყურებელი 6 ნოემბერს ნახავს.