Digest Logo

„წინასწარ გამოგქონდეს დასკვნები მხოლოდ იმის გამო, რომ ერთის მიმართ სიმპათია გაქვს, მეორე კი გაღიზიანებს - ეს გულდასაწყვეტი და არასწორია“ - დათო გორგილაძე

1666436969
ბასილაშვილი გორგილაძე და დოროყაშვილი

საქალაქო სასამართლოში ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ცნობილი ჩოგბურთელის - ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა.

მოსამართლის - ხათუნა ხარჩილავას გადაწყვეტილებით, ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნესსოციალურ ქსელში დღეს მთავარი განხილვის თემაც, სწორედ ეს ხმაურიანი სასამართლოა. 

ტელეწამყვანი დათო გორგილაძე სწორედ ამ ხმაურიან საქმეს ეხმაურება და სტატუსს აქვეყნებს. 

„გულის სიღრმეში ვიღაცის უდანაშაულობის გწამდეს - ჩვეულებრივი ამბავია.

მტკიცებულებებში შეგქონდეს ეჭვი, გაყალბებული ან შეკერილ-შედუღებული გეგონოს - ამის უფლებაც შეგიძლია დაიტოვო.

წინასწარ გამოგქონდეს დასკვნები მხოლოდ იმის გამო, რომ ერთის მიმართ სიმპათია გაქვს, მეორე კი გაღიზიანებს - ეს გულდასაწყვეტი და არასწორია.

აი, ნიშნის მოგებით იძახდე "იიიიშ" და საქორწინო ბრინჯივით ყრიდე სიცილის ღიმილაკებს ამბავზე, რომელიც დავაში მონაწილე ადამიანების შვილის, ბავშვის ფსიქიკას როგორ აზიანებს და სამომავლოდ როგორ დააზიანებს ღმერთმა უწყის - უკვე საშიში დიაგნოზია.

ფსიქიატრიული რესპუბლიკა უნდა გვერქვას ჩვენ. რაის დემოკრატიული“ - წერს დათო გორგილაძე. 

 

🔵ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„ძალადობაში ამოგხდებათ სული თუ ნეკა დოროყაშვილმა ვერ მოიგო სისხლის სამართლის დავა... სასამართლო კლავს ქალებს“ - ნელი დოროყაშვილის პირველი კომენტარი

🔵რა ქონებას ფლობენ ბასილაშვილი და დოროყაშვილი

🔵„კი დავწერდი ჩემ აზრს მაგრამ.... ვგმობ ყველანაირ ძალადობას“ - რას წერს ია ფარულავა

🔵„მსხვერპლმა დაზიანებების ფოტოები რომ გადაიღო იქ მისი სახე არ ჩანდაო... ამერიკაში როცა იძალადა, მაშინვე პოლიციას რატომ არ მიმართაო“ - რას წერს დოროყაშვილის ადვოკატი