„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას პოსტმა, სადაც მან ოპონენტების მისამართით ფრაზა „პოლიტიკური აუტისტები“ გამოიყენა, საზოგადოების პროტესტი გამოიწვია.
შშმ ბავშვის მშობელი დავით მოსიაშვილი ნიკა გვარამიას მიერ გამოყენებულ ტერმინს - „პოლიტიკური აუტისტები“ სოციალურ ქსელში ეხმაურება. მოსიაშვილი იხსენებს წლების წინ მომხდარ ინციდენტს, როდესაც პოლიტიკოსს, ტელევიზიის დირექტორობისას, შშმ პირების დაცინვის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია და აცხადებს, რომ გვარამიას ამჟამინდელი გამონათქვამიც მისი არაჯეროვანი დამოკიდებულების მორიგი დასტურია.
მოსიაშვილის თქმით, გვარამიას რიტორიკა ადასტურებს, რომ სტიგმის გაძლიერება მისთვის ჩვეული მეთოდია, რისთვისაც პასუხისმგებლობის დაკისრებას კვლავ აპირებს.
„ის ამბავი ხომ გახსოვთ? ზუსტად მაგას, როდესაც ტელევიზიის დირექტორი იყო, საჯარო ბოდიში მოვახდევინეთ ვითომ იუმორისტულ გადაცემაში შშმ პირების დაცინვის გამო.
თვითონ „ძალად მსახიობმა“ მასხარამ, ინტრიგან მშობლად რომ მომიხსენია არაერთ სტატიაში და აცხადებდა, ბოდიშს არ მოვიხდიო, 100 წელი რომ გავიდეს, მაინც მოვახდევინებ!
ტელევიზიის და პირად გვერდებზე საბოდიშო პოსტები მხოლოდ პიარისთვის გამოაქვეყნეს, რადგან მაშინ ბევრი გავერთიანდით და ძალა იგრძნეს, უფრო სწორად, რაოდენობა (სქრინებიც მაქვს სადღაც).
მაშინვე ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი თვალთმაქცური იყო და აი, დღევანდელობამაც დაადასტურა: როდესაც ზემოდან გადმოცქერით მჭერმეტყველებ, ერთსა და იმავე შეცდომას არ უნდა უშვებდე, ხოლო თუ მაინც უშვებ, შენს ბოდიშს გულწრფელობასთან საერთო არაფერი ჰქონია და არც არასოდეს ექნება...“,- წერს მოსიაშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რატომ არის კენჭები უფრო ხშირი ქალებში – ზაზა თელიას რჩევები, ნაღვლისა და თირკმლის პრობლემებზე
⭕„დაწვით ფურცელი და ფერფლი ქარს გაატანეთ“ - მერკურის რიტუალი, რომელიც ოთხშაბათს უნდა ჩაატაროთ