Digest Logo

„1000-მდე ქართველი გულშემატკივარი პატარა სივრცეში ჰყავდათ ჩაკეტილი...“ - რა მოხდა საქართველო-თურქეთის მატჩის დასრულების შემდეგ

1760511540
სტადიონი - თურქეთი

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები თურქეთს დაუპირისპირდა და 4:1 დამარცხდა. მატჩი თურქეთში ჩატარდა. 

საქართველო - თურქეთის მატჩის დასრულების შემდეგ კი ქართველი გულშემატკივარი ერთ საათზე მეტი პატარა სივრცეში ჰყავდათ ჩაკეტილი და სტადიონიდან გასასვლელად კარებს არ ხსნიდნენ, ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერენ.

„მატჩის დასრულების შემდეგ, 1000-მდე ქართველი გულშემატკივარი ერთ საათზე მეტი პატარა სივრცეში ჰყავდათ ჩაკეტილი და სტადიონიდან გასასვლელად კარებს არ ხსნიდნენ.

თურქულმა მხარემ კარები მხოლოდ ახლა, მას შემდეგ გააღო, როცა თურქეთის ნაკრების ავტობუსმა სტადიონი დატოვა“, - წერს სპორტული გვერდი geo-team.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Georgian National Team 🇬🇪⚽️ (@geo__team)

„დასრულდა მატჩი და უსაფრთხოების მიზნით 45 წუთია ჩაკეტილი ვყავართ სტადიონის დაცვას და ჯერ არ გვიშვებენ.
 
მთელი ამ ხნის მანძილზე ქომაგები მღერიან არ გაჩერებულან.
 
დაბლა მომსახურე პერსონალი მუშაობს, ჩემს უკან ვიღაც ქუთაისელი იძახის: გაჩუმდით ბიძია გაჩუმდით თუ არა ამგენს კონცერტი ჰგონიათ და არ გვიშვებენ“, - წერს ფოტოგრაფი დანტესი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ქავილის მიზეზები - რა დაავადება შეიძლება იმალებოდეს გაღიზიანებული კანის მიღმა? ზაზა თელიას რჩევები

⭕„მგონი, რაღაცები დაგვავიწყდა, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და ვიცოდეთ, სად ვართ “ - სანიოლი თურქეთთან მატჩის შემდეგ

⭕15 ოქტომბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობა, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით