Digest Logo

110-იდან 70 კილომდე - გაიგე, როგორ დაიკლო თეა ადეიშვილმა წონაში

1676050045
თეა ადეიშვილი

ჟურნალისტი თეა ადეიშვილი წონაში საგრძნობლადაა დაკლებული. როგორც ირკვევა მან კუჭის რეზექცია გაიკეთა, რის შედეგადაც 110-იდან 70 კილოზე ჩამოვიდა. როგორც თავად ამბობს, ექიმებმა მას ჯანმრთელობა, გარეგნობა, სარკეში ჩახედვის ხალისი და სიცოცხლის სიყვარული დაუბრუნეს.

„დღეს გახდა ზუსტად ერთი წელი რაც ოპერაცია გავიკეთე, ჩემს ჯადოსნურ დავით აბულაძესთან.

110 კილო ვიყავი როცა კლინიკაში მივედი გადაწყვეტილების მისაღებად. ოპერაციაზე 106 კილო შევედი.

ანგარიშზეა -35 კილოგრამი.

დაბრუნებული ჯანმრთელობა, გარეგნობა, სარკეში ჩახედვის ხალისი და სიცოცხლის სიყვარული. ამაზე სწორი და აუცილებელი არაფერი გამიკეთებია მას შემდეგ, რაც ჩემი კლება შესამჩნევი გახდა, ანუ ოპერაციიდან 2 თვის შემდეგ უამრავი ადამიანი მწერს და მეც ვუზიარებ ჩემს გამოცდილებას.

მადლობა, სიყვარული და პატივისცემა ჩემგან დათო ექიმს, მის ოჯახს, მის სუპერ პროფესიონალ გუნდს, სიცოცხლე ვანდე ამ ხალხს და მათ უკეთესი სიცოცხლე მაჩუქეს“, - ამბობს თეა ადეიშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„არ მიიღოთ წამლები ექიმის დანიშნულების გარეშე! არასწორი მკურნალობა არის საშიში“ - გიორგი ფხაკაძე

🔵„კარატისტი, შავი ქამრის მფლობელი, მალტას ტურნირის გამარჯვებული“ - რა ფოტოს აქვეყნებს ნიკოლოზ რაჭველი

🎥 „რა გასაკვირია მერმა მანქანა იყიდა, მე რომ ვიყიდო, ჩემისთანა უნიფხომ ეგია გასაკვირი“ - ქუთაისელი ბებოს პასუხი ჟურნალისტს