Digest Logo

„135-ლარიანი პასკის ფასი არავის გაუპროტესტებია და შარშანდელი 45-ლარიანი ხაჭაპურის დაცვის გამო იმნაირი ამბავი დამმართეთ“ - რას წერს დათო ლიკლიკაძე

1775472992
დათო ლიკლიკაძე

ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც პასკის ფასებსა და საზოგადოების რეაქციას იუმორით ეხმიანება. ჟურნალისტი იხსენებს გასული წლის შემთხვევას, როდესაც 45-ლარიანი ხაჭაპურის გამყიდველის დაცვის გამო კრიტიკის ქარცეცხლში მოჰყვა.

„გუშინ 135-ლარიანი პასკა ვჭამე მეგობართან, ოჯახში. ფისტის პასკა იყო, თან ფასდაკლებით იყიდა ერთ-ერთ ქსელურ მარკეტში. რომ გითხრათ, ახლა სასწაული იყო-მეთქი, მოგატყუებთ, ჩვეულებრივი, კარგი, სასიამოვნო პასკა იყო. არავის გაუპროტესტებია ეს ფასი.

რა ვიცი, შარშან, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, -12 გრადუსზე ატანილი ინგრედიენტებით ხაჭაპურის გამოცხობა და გაყიდვა 45 ლარი რომ ღირდა და ის ხალხი დავიცავი, იმნაირი ამბავი დამმართეთ, ამ დრომდე ვერ ვეკარები ხაჭაპურს შიშით“, - წერს დათო ლიკლიკაძე.