ჰამასის თავდასხმის შემდეგ დაკარგული ქართველი ებრაელი თამარ გოლდბერგი გარდაცვლილი იპოვეს. აქამდე გოგონას მეგობრები და ოჯახის წევრები საკუთარი ძალაბითაც ეძებდნენ.
თამარის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას მარიამ გოლდბერგი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„14 დღის შემდეგ ღმერთმა წამართვა იმედი, რაც მქონდა. დღეს გვითხრეს, რომ თამი ხოცვა-ჟლეტის დროს ცივსისხლიანად მოკლეს. ჩვენ ვერ ვნახავთ მის მთლიან სხეულს. ღმერთმა მოგვისაჯა ყველაზე მკაცრი განაჩენი. ღმერთმა ჩააქრო ჩვენთვის სინათლე.
ყველაფერი გავაკეთე, გპირდები, ყველაფერი გავაკეთე. ალბათ ზედმეტად სუფთა იყავი ამ საშინელი სამყაროსთვის. სამუდამოდ დაგვტოვე გულში. ბოდიში, რომ მოგიწია ჯოჯოხეთის გავლა და თუ შევაჯამებ ერთ წინადადებაში “შენ იცხოვრე ერთი წამით, ბოლო მომენტამდე”
მიყვარხარ ჩემო დაო და არასოდეს დაგივიწყებ. დაკრძალვა კვირას გაიმართება“. – წერს მარიამ გოლდბერგი.
🔵აგრეთვე დაგაინტერესებთ: