„ნიჭიერი 2016“-ის გამარჯვებული ბარბარე სამხარაძე ფეისბუკის პირად გვერდზე წერს, რომ მის რაიონში გამართულ ღონისძიებებზე არასდროს იწვევენ ორგანიზატორები.
სამხარაძე იმასაც აღნიშნავს, რომ დასავლეთ საქართველოში უფრო ხშირად გაუმართავს კონცერტი, ვიდრე მის მშობლიურ ჰერეთში.
„15 წლის ვიყავი როცა გავხდი „ნიჭიერი 2016“ წლის გამარჯვებული, მის შემდეგ გავიდა 6 წელი
მეექვსედ ტარდება „ჰერეთობა“ ჩემს რაიონში (რაიონის დღეობა) მე კი მხოლოდ ერთხელ დამიკავშირდნენ, ისიც მაშინ როცა კონტრაქტით უფასოდ სიმღერა მეკრძალებოდა და ერთ სიმღერაში 500 ლარი მოვითხოვე, და 2 სიმღერას „ვჩუქნიდი“. რა თქმა უნდა ვერ მოვრიგდით. „500 ლარად ხალხი ბარბარას არ ითხოვსო“
შემდეგ იყო ბევრი ფესტივალი და ჩემი მომღერალი მეგობრების კონცერტები ჩემსავე რაიონში...
დღეს, დასავლეთ საქართველოში უფრო ბევრჯერ მიმღერია ვიდრე კახეთში
P.S. კახეთში მხოლოდ ერთხელ ვიმღერე, ისიც კორპორატიულზე. საინტერესოა ვის ითხოვს ხალხი და ვისი სურვილებია გათვალისწინებული. სულ'ს ემღერებოდეს“, - წერს ბარბარე სამხარაძე.
ასევე დაგაინტერესებთ
🔵მსახიობი ვაჟა ჯოჯუა 76 წლის ასაკში გარდაიცვალა
🔵„რას მოვესწარი, ქუთაისში იმიგრანტი ტაქსისტები გვყავს“ - რას წერს ლევან ჭანჭალეიშვილი