Digest Logo

„16 წლის ვიყავი პირველად წნევამ რომ ამიწია, თმის ძირებიდან ფეხის წვერებამდე გამოვიკვლიე საკუთარი თავი და ვერავინ მითხრა მიზეზი... ახლა კი გავიგე რომ....“ - მარიტა რატიანი

1635597938
მარიტა რატიანი

სოციალურ ქსელში მარიტა რატიანი სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას თხოვნით მიმართავს, მას აორტის კოარქტაცია სჭირს, ოპერაცია კი დიდი თანხებთან არის დაკავშირებული.

როგორც მარიტა წერს, პირველად 16 წლის იყო, როდესაც წნევამ აუწია და მიზეზი 40 წლამდე ვერ გაიგო.

„ამ სტატუსში რა ამბავსაც მოვყვები, არ იციან ჩემმა მშობლებმა და არ მინდა საერთოდ გაიგონ, აზრი არ აქვს იცოდნენ, უნდა ინერვიულონ ძალიან ბევრი, თან მამას დიაბეტი აქვს და მისთვის ნერვიულობა არ შეიძლება და აი თუ ვინმესგან მათ ეს ამბავი მიუვიდათ, ჩათვალეთ, რომ უცუდეს საქციელს ჩაიდენთ.

16 წლის ვიყავი პირველად წნევამ რომ ამიწია, სკოლაში ვერ წავედი და ჩემი დამრიგებელი არ მიჯერებდა. მაგრამ იყო ფაქტი, იქიდან მოყოლებული დღემდე. მას მერე რამდენჯერმე თმის ძირებიდან ფეხის წვერებამდე გამოვიკვლიე საკუთარი თავი და დღემდე ვერავინ მითხრა, რა იყო იმის მიზეზი, რომ ასოთახასი წნევით დავდიოდი და სხვა დანარჩენად ვიყავი საოცრად ჯანმრთელი.

და ახლა დადგა დრო და მომენტი, როცა გავიგე, რაშია საქმე... ამ დაავადების მკურნალობა დაგვიანებული მაქვს ზუსტად 40 წელიწადია. ამ ჩემი მილიონიანი წნევების მიზეზი ყოფილა აორტის კოარქტაცია (ადამიანურ ენაზე შევიწროება), რის გამოც აორტა სისხლს გაჭირვებით ატარებს და ჩვეულებრივი მოსიარულე ბომბი მიდევს გულმკერდში. ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა აქამდეც და აწიც გაჭედოს საბოლოოდ და მერე რა მოხდება, ამის წარმოდგენაც არ მინდა, სიკვდილზე უარესი შეიძლება დამმართნოდა..

ხვალიდან ვიწყებ ოპერაციის დაგეგმვას, პროთეზი გულში და დამატებითი სისხლძარღვების გადაკეტვა, თავისი ოპერაციის დროს გულის ხელოვნურზე გადაერთებით და ა.შ. არ არის მარტივი ამბავი, მაგრამ გადავრჩები და იმაზე მეტხანს ვიცოცხლებ, ვიდრე ვიცოცხლებდი, ეს ამბავი რომ არ გამეგო.
თქვენი დახმარება მჭირდება, ჩემი მეგობრების.

ოპერაცია ჯდება 17637 ლარი, დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ მომწერა, რომ 12345,9 ლარს მიფინანსებს (ასეთ ოპერაციებზე არსებობს სპეციალური სახელმწიფო პროგრამა, 70%-იანი დაფინანსებით), ხოლო დანარჩენი მე უნდა გადავიხადო, 5291,10 ლარი.

თითქოს არაა ბევრი, მაგრამ მაინც ბევრია. ჩემთვის ბევრია. სამწუხაროდ, ჩემი უკიდეგანო და უაზრო სიკეთის გადამკიდეს, ახლა დანაზოგები კი არ მაქვს, იქით მაქვს ბევრი ადამიანის ვალი. და...
ახლა ვარჩიე ბანკებში სიარულს და ხვეწნას, თქვენ გთხოვოთ დახმარება.
თუ ჩემს მეგობრებში ვინმეს ვუღირვარ მინიმალურად, არ უნდა გამიჭირდეს ამ თანხის შეგროვება.
და თუ არ ვუღირვარ, ჩემი კარგიც, რაღა აზრი ექნება ჩემი ცხოვრების გახანგრძლივებას...
აგერ არის ჩემი ანგარიშები და თუ გენდომებათ, ნებისმიერი ოდენობის ლარი ჩამირიცხოთ, გამიხარდება და გავბედნიერდები და გავმხნევდები და არასდროს დავივიწყებ ამ სიკეთეს

#GE22TB7520545064300003
#GE45BG0000000110589700

იგივე ანგარიშები ჰეშთეგის გარეშე:

GE22TB7520545064300003
GE45BG0000000110589700
paypal.me/MariamRatiani
პასპორტში ვარ: მარიამ რატიანი, Mariam Ratiani

და თუ არა, მერე წავალ და რაიმე სხვას ვიზამ )
პ.ს. ჩემი ვალიც ბევრს გაქვთ და რა ვიცი, სინდისი და ნამუსი მოისინჯეთ, რა ვიცი ...“,- წერს მარიტა რატიანი.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„40 წელი გავიდა, წარმოდგენა არა მაქვს სად არის, სამჯერ გათხოვდა, 6 შვილი ჰყავს...“- ალეკო შუღლაძის ემოციური პოსტი

🔵„ეს მშვენიერი და უკეთილშობილესი ქალი ხვალინდელი სტატისტიკის ნაწილი გახდება“ - რას წერს ექიმი

🔵VIDEO: გადაცემის ჩაწერისას ქალმა გონება დაკარგა - პირველადი დახმარება მას ბიძინა კულუმბეგოვმა აღმოუჩინა

🔵„ეს ძალიან მტკივნეული პროცესი იქნება და მოგიწევს არაერთხელ მოკვდე“ - რას წერს მარიამ კუკუნაშვილი