ძმები კოდუების შესახებ ბევრ თქვენგანს ალბათ გსმენიათ, ისინი თბილისში ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურები იყვნენ. მათზე არაერთი ჭორი თუ მართალი ვრცელდებოდა და საზოგადოებაც აქტიურად განიხილავდა ძმების პირად ცხოვრებას.
მას შემდეგ რაც ყველასათვის სასურველმა ქალმა, ალექსანდრა პაიჭაძემ საკუთარი შვილის მამის ვინაობა გაამხილა, ყურადღების ცენტრში ამჯერად დავით კოდუა მოექცა.
„დაიჯესტი“ დღეს მის პირადზე მოგიყვებათ, როგორია ბიზნესმენის ცხოვრება და რა სკანდალებშია გახვეული 51 წლის კოდუა.
ბიზნესი
თბილისში Radisson RED -ის პროექტი ბიზნესმენ დავით კოდუას ეკუთვნის, ის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც აწარმოებს ბიზნესს საქმიანობას.
ბიზნესს საქმიანობის შესახებ კოდუა ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრობდა.
ოჯახში პირველმა დედაჩემმა დაიწყო ბიზნესი. მაშინ ჩვენ, ძმები სხვადასხვა სასწავლებელში ვსწავლობდით: მე - სამედიცინოზე, გიორგი - აკადემიაში, ერეკლე კი - პოლიტექნიკურში. ერეკლემ მოგვიანებით ჩააბარა იურიდიულზე. პირველი გიორგი ჩაება დედასთან ერთად ავიაბიზნესში და მალე მეც ავუბი მათ მხარი. დასამალი არაფერი მაქვს - კლინიკის გარდა, შევიძინე სასტუმრო "საქართველოს" აქციების მეტი წილი. სხვათა შორის, იქაც რემონტს ვაკეთებ. დედასთან ერთად მაქვს სამშენებლო ბიზნესი - საცხოვრებელ სახლებს ვაშენებთ არაყიშვილის და აბაშიძის ქუჩებზე, მაქვს სატრანსპორტო ბიზნესიც.
🔘მეუღლესა და ქალიშვილზე ძალადობა
2021 წლის 12 აპრილს, ბიზნესმენი დავით კოდუა ცოლსა და შვილზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
კოდუა დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, პოლიციამ კოდუა მეუღლისა და შვილის მიმართ ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავა.
მეუღლეს მუშტი სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა. თუმცა მოგვიანებით ნათია გედევანიშვილმა დაკავებული მეუღლის დასაცავად პრესკონფერენცია გამართა და მისი გირაოთი გათავისუფლება ითხოვა. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა კატო კოდუაც, რომელიც ამბობდა, რომ ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა და ეს იყო მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკება.
5 მაისს კი დავით კოდუა 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
კოდუას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ თბილისის საქალაქო სასამართლომ შეუცვალა. როგორც ადვოკატი განმარტავს, აღკევთის შეცვლის საფუძველი კოდუას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა გახდა. ღურწკაიას თქმითვე, მათ სასამართლოში ახალი დოკუმენტაცია წარადგინეს, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულს ავსტრიაში ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს და ამასთანავე, კვლევები სჭირდება. ადვოკატის თქმითვე, კოდუას ავსტრიაში ერთი ოპერაცია უკვე გაკეთებული აქვს.
🔘სასტიკად ნაცემი დავით კოდუა
2014 წელს დავით კოდუა აბაშიძის ქუჩაზე სასტიკად სცემეს, მას სამი ნიღბიანი დაესხა თავს. მასთან იმყოფებოდნენ 4 წლის შვილი და ძიძა. ის ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, შემდეგ კი სასტიკად სცემეს. დავით კოდუა სახის და თავის ქალის დაზიანებით რკინიგზის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემდეგ კი ინგოროყვას კლინიკაში მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმების მეთვალყურეობით ის გადარჩა.
შსს-მ დავით კოდუას ცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, შსს-ს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველ განყოფილებაში გამოცხადდა 1976 წელს დაბადებული ნოშრევან ნ, რომელმაც განაცხადა, რომ მან შურისძიების ნიადაგზე სცემა დავით კოდუა.
18 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ მას ახალგაზრდა რჩეული ჰყავს, ის ყველასათვის ცნობილი მოდელი ალექსანდრა პაიჭაძეა, წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 20 წელია.
ალექსანდრა პაიჭაძე მეორე შვილს სწორედ დავით კოდუასგან ელოდება.
პაიჭაძის ფოტოს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, საზოგადოების უმეტესობამ ჩათვალა, რომ შეუფერებელი წყვილია.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵ღალატი, იმედგაცრუება და ისევ... ნანუკა ჟორჟოლიანის 2 ქმარი - ცოტა რამ ჟურნალისტის პირად ცხოვრებაზე
🔵დაკარგული მეგობრები, სიყვარული და ოჯახი - ცოტა რამ ნოდარ მელაძის პირად ცხოვრებაზე