
რუსკა ქარქაშაძე ბევრისთვის საყვარელი მსახიობი და ტელესახეა. ის ფართო საზოგადოებამ ჯერ კიდევ პატარა ასაკში, სერიალიდან „ხელოვნური სუნთქვა“ გაიცნო, სადაც მელანოს როლს ასრულებდა. სულ ცოტა ხნის წინ, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, სერიალი ეკრანებს ახალი სეზონით დაუბრუნდა და მაყურებელმა კვლავ იხილა რუსკა მსახიობის ამპლუაში, თუმცა მას ამ ხნის მანძილზე მუშაობა არ შეუწყვეტია და სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში, ფილმსა თუ სპექტაკლში აქტიურად იღებდა მონაწილეობას.
რამდენიმე თვისს წინ რუსკა პირველად გახდა დედა. მას და მის მეუღლეს, ლაშა მოწონელიძეს ბიჭი შეეძინათ.
რუსკა სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან, ამჯერად მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ 2 წელი გავიდა მათი ქორწინებიდან.
„2 წელი ქორწინებიდან! მიყვარხარ“, - წერს რუსკა ქარქაშაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
„პლანეტაზე მგონი ერთადერთი კაცი ვარ, ვინც მეუღლეს არ უღალატა“ - რას ჰყვება გია ფარადაშვილი
⭕„ზოგი იძახის ჩემზე, რომ ჯადოქარი ვარ“ - გია ფარადაშვილი
🎥 მარიამ ელიეშვილი მერაბ დვალიშვილის ბრძოლას მეუღლესთან ერთად დაესწრო - „მადლობა ამ ემოციებისთვის“