სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფში „ვეძებ“ გაშვილებული ადამიანების მორიგი ისტორია გავრცელდა. აღნიშნული პოსტის მიხედვით, ტყუპმა დებმა ერთმანეთი, შემთხვევით, ტიკტოკზე იპოვეს, ახლა კი მშობლებს ეძებენ.
„მე და ჩემი ტყუპი და ვეძებთ ბიოლოგიურ მშობლებს. როგორც ვიცით, 2002 წლის 24 ივნისს კირცხში ვართ დაბადებულები. მაგრამ სანდო რამდენადაა. არ ვიცით, რადგან ჩემი დაბადების თარიღი არ ემთხვევა ჩემი დისას.
ცალ-ცალკე ვართ გაშვილებულები და რა თქმა უნდა, ორი რადიკალურად განსხვავებული ისტორიაა შეთხზული. გვარებიც სხვადასხვა ვიცით: ჭითანავა და გახარია. შესაძლებელია გვყავდეს უფროსი და-ძმები. სამშობიაროში არანაირი საბუთი არ არის, სადაც ფიგურირებს ბიოლოგიური დედა. ისეა, თითქოს ჩვენმა გამზრდელმა დედებმა გაგვაჩინეს. ვინმეს ეს ისტორია თუ გეცნობათ, ან დრო ემთხვევა, შეგვეხმიანეთ“, - წერს თამარ ხვიტია ჯგუფში „ვეძებ“.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ბიზნესმენების ტერორი და ქურდულ სამყაროსთან კავშირი - დაკავებულია 4 პირი
🔵„ყველა უკრაინელი არ არის მეგობარი და ყველა რუსი არ არის მტერი“ - ლიზა ვადაჭკორია
წყარო: www.facebook.com