Digest Logo

„2008 წლის ომში დაზარალებულებზე რომელმა იზრუნეთ? რომელმა შეიფარეთ სახლებში ეს ხალხი? რომელმა „აწარმოვეთ მათთვის“ - თამარ ლამპარაძე

1646927693
თამარ ლამპარაძე

სოციალური ქსელის მომხმარებელი თამარ ლამპარაძე ფეისბუკზე 2008 წლის ომის დროს დაზარალებულ ხალხზე საჯაროდ საუბრობს და ამბობს, რომ იმ დროს ხელისუფლება არავის დახმარებია. ემოციურ პოსტს „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ.

„2008 წლის ომში დაზარალებულებზე რომელმა იზრუნეთ? რომელმა შეიფარეთ სახლებში ეს ხალხი? რომელმა „აწარმოვეთ მათთვის”? მაშინდელმა მთავრობამ „საქათმეებში” შეასახლა ისინი და მათ მისამართით არანაირი ზრუნვა არ ყოფილა.

უკრაინის დღევანდელი ნაცისტი მთავრობისთვის როგორ შემოიხიეთ ტანზე?  როგორი აღგზნებულები ხართ მასხარა, ამერიკის მიერ დაქირავებული ზელენსკით? როცა საქართველოში ამდენი გაჭირვებულია, მშიერია, ავადმყოფია, რამდენი ბავშვია საოპერაციო, რამდენი უფულობის და უსახლ-კარობის გამო კვდება; თუნდაც ჯანმრთელები - ახალგაზრდები, რომლებიც უსახსრობის გამო განათლებას ვერ იღებენ, რატომ არ შექმენით მათთვის ანგარიში და ფონდი? კარგია სხვაზე ზრუნვა, მაგრამ არა მაშინ, როდესაც შენ უარესი მდგომარეობა გაქვს და უმოქმედოდ ხარ“, - წერს თამარ ლამპარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

 VIDEO: „აპრილი იქნება გადამწყვეტი,აქ საბოლოოდ გადაწყდება უკრაინის ბედი“ - მიხეილ ცაგარელი უკრაინისთვის ყველაზე მნიშვნელოვან თარიღს ასახელებს

„ომი არ მომხდარა და რა დღეში ხართ? სად არის თქვენი საზოგადოებრივი შეგნება?“ - ნახეთ, რაზე გაბრაზდა ზურა ხაჩიძე

 VIDEO: „არდადეგები, შვებულება და მკურნალობა ემიგრაციაში წასვლას არ ნიშნავს“ - ალა პუგაჩოვა გავრცელებულ ჭორებს პასუხობს