Digest Logo

„21 წელი ერთად, მადლობა თითოეული დღისთვის“ - შალვა კეკელია მეუღლეს მიმართავს

1788510652
მამა შალვა კეკელია

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა შალვა კეკელია და მეუღლე ქეთი ხუსკივაძე დღეს, 4 სექტემბერს ქორწინების 21 წლის იუბილეს აღნიშნავენ. 

ინფორმაციას სოციალურ ქსელში სასულიერო პირი თავად ავრცელებს და ცოლთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს:

„21 წელი ერთად, მადლობა თითოეული დღისთვის“, - წერს შალვა კეკელია.

ცნობისთვის, წყვილს სამი შვილი ჰყავს.

მამა შალვა კეკელია სამეგრელოში, მრავალშვილიან ოჯახშია დაბადებული და გაზრდილი. 

სასულიერო პირი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ ახალგაზრდობიდან ბერობა უნდოდა, მაგრამ მომავალი მეუღლის, ქეთი ხუსკივაძის, გაცნობამ ოჯახის გარეშე ცხოვრება გადააფიქრებინა.

„დაიჯესტი“ გთავაზობთ ერთ-ერთი ინტერვიუს, სადაც მამა შალვა სიყვარულზე საუბრობდა.

– სიყვარულმა შეგაცვლევინათ ბერობის სურვილი?

შალვა კეკელია: „სიყვარული… ჩემი მომავალი მეუღლე რომ გავიცანი, იქ დამთავრდა ის ცხოვრება, როცა ბერობა სულ მინდოდა. როცა ჩემს მხარეში ტაძრებში დავდიოდი, მთელი სოფლის ბავშვები წირვაზე მიმყავდა. მათთან განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა. როცა ოჯახი გაქვს, ბერობაზე ფიქრი მთავრდება, რადგან პასუხისმგებლობა გაქვს აღებული.

მეუღლე ყველაფერში გვერდით დამიდგა. სახლი არ მქონდა, მიჭირდა… არაფრის მქონეს გამომყვა. ჯვარი რომ დავიწერეთ, იმ დღეს ჩემი მეგობრის დედამ 100 ლარიანი მაჩუქა და იმ ფულით წავედით ბათუმში. ახლა, ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ, მიკვირს, როგორ მივიღე ეს გადაწყვეტილება. სად უნდა წამეყვანა ცოლი, ისიც არ ვიცოდი.

მაშინ სტატიებსაც ვაქვეყნებდი თქვენს ჟურნალში – ,,სარკეში”, გაზეთ ,,ახალ თაობაში”… ჟურნალ ,,კარიბჭეში” ვწერდი და იმით გამქონდა თავი. სკოლაში დავიწყე მუშაობა, ინსტიტუტში ლექციებს ვკითხულობდი – რელიგიას ვასწავლიდი. ღვთის მადლით, ის გაჭირვების პერიოდი გავიარე და ახლა სამი შვილი გვყავს.

ქაშუეთში მაკურთხეს დიაკვნად და მამები იქ ძალიან მეხმარებოდნენ, რომ ჩემს ოჯახს არ გასჭირვებოდა. დიდ სამებაში სიონისთვის მაკურთხეს მღვდლად და იქ ვმსახურობდი.

მამა დავით კოღუაშვილი მე-9 საავადმყოფოს შენობაში მდებარე ეკლესიაში მსახურობდა. ადრე იქვე იყო ტაძარი, რომელიც მერე დაანგრიეს. მამა დავითმა აღადგინა და მისი გარდაცვალების შემდეგ იმ ტაძრის წინამძღვრად გადამიყვანეს. ახლაც აქ ვმსახურობ და ჩემს მრევლს, რომელიც, ღვთის მადლით, ძალიან მოწესრიგებულია, დიდ მადლობას ვუხდი.

საოცარი საძმო გვყავს. ყველა სიყვარულით სავსეა, გულიანები, სუფთა და წმინდა არიან. ჩვენი მრევლი ტაძარში ვერ ეტევა და სიცივესა და ყინვაშიც არ ეზარებათ მოსვლა. ეს საოცარი დამოკიდებულება უფრო დიდ ძალას მმატებს“.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ინგრევა ის, რაც არამყარ საძირკველზე იყო აშენებული...“ - 4 სექტემბრის ტაროლოგიური პროგნოზი

„5 სექტემბერს მთვარე უკურსო იქნება...“ - რამაზ გიგაურის ასტროლოგიური პროგნოზი

„შეიძლება შემოთავაზება მიიღოთ, რაც წარმატებას და ფინანსურ სიუხვეს მოგიტანთ“ - თაკო მელიქიშვილი 4 სექტემბრის ენერგიებზე