Digest Logo

„შეიძლება შემოთავაზება მიიღოთ, რაც წარმატებას და ფინანსურ სიუხვეს მოგიტანთ“ - თაკო მელიქიშვილი 4 სექტემბრის ენერგიებზე

1788506849
თაკო მელიქიშვილი

4 სექტემბერი: შეიძლება ისეთი შემოთავაზება მიიღოთ, რომლის ხელიდან გაშვებაც არ შეიძლება!

დღის ენერგიებია: 4 • 5 • 9.

დღეს ფიზიკური აქტივობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. რატომ? რადგან დღის განმავლობაში შეიძლება ძალიან საინტერესო შემოთავაზება მიიღოთ, რომელიც მომავალში წარმატებას, ფინანსურ სიუხვესა და იმ შედეგს მოგიტანთ, რომელსაც დიდი ხანია ელოდებით.

😏 ეს შემოთავაზება შეიძლება მეგობრებისგან, ნაცნობებისგან, კოლეგებისგან, პარტნიორებისგან ან სრულიად ახალი ადამიანებისგან მოვიდეს.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ყველაფერი შეიძლება იმდენად მოულოდნელად მოხდეს, თქვენი პირველი რეაქცია ასეთი იყოს: „არა, ალბათ ჯერ არ არის ამის დრო… მოდი, მოგვიანებით…“.

🔥 დღეს სწორედ ამის დაშვება არ შეიძლება! დღის ენერგიამ შეიძლება უკან დახევისკენ გიბიძგოთ ზუსტად მაშინ, როდესაც თქვენ წინაშე ახალი შესაძლებლობის კარი იღება.

🏃‍♀️ ამიტომ დილიდანვე აამაღლეთ ენერგია ფიზიკური აქტივობით. დაუთმეთ ვარჯიშს სულ მცირე 15–20 წუთი იცეკვეთ ან უბრალოდ აქტიურად იმოძრავეთ. მთავარია, სხეულმა გაიღვიძოს და ენერგია მოძრაობაში მოვიდეს.

🎨 აუცილებლად დაუთმეთ დრო შემოქმედებასაც დღეს ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

სამსახურში მიდიხართ? ჩართეთ საყვარელი სიმღერები და 15–20 წუთის განმავლობაში მთელი გულით იმღერეთ. გსურთ ხატვა, ცეკვა, ფოტოების გადაღება ან ხელით რაიმეს შექმნა? შესანიშნავია! დღეს სწორედ სიცოცხლით სავსე განწყობა და შინაგანი აღმაფრენა გჭირდებათ.

💰 არ დაგავიწყდეთ, რომ დღეს პარასკევია ვენერას დღე. შეგიძლიათ სამარილეში ახალი მარილი ჩაყაროთ და თქვათ: „მარილს ვამატებ, ფინანსურ სიუხვეს ვიღებ, ბედნიერ და ორმხრივ სიყვარულს ვიზიდავ, სურვილებს ვისრულებ“. სიტყვები იმის მიხედვით წარმოთქვით, რაც ამჟამად ყველაზე მეტად გჭირდებათ.

💋 საღამოს კი აუცილებლად გაანებივრეთ საყვარელი ადამიანები. საკუთარი თავის განებივრებაც არ დაგავიწყდეთ!

❤️ გარწმუნებთ, ყველაფერი კარგი, რასაც დღეს საკუთარ თავსა და სხვებს აძლევთ, ასმაგად დაგიბრუნდებათ. იყავით ბედნიერები, საყვარელი და მდიდარი! და რაც მთავარია — ნუ შეგაშინებთ შემოთავაზება, რომელსაც შეუძლია თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჩემი ჩუმი ტრაგედიაა, იმდენი პრობლემა ექნებოდაო, მადლობა უნდა თქვა, რომ ასე მოხდაო“ - მარინა კაჭარავა შვილზე, რომელზედაც 2 დღეში უთხრეს, რომ გარდაიცვალა

ურთიერთობები, თანამშრომლობა, სამართლიანობა და ბალანსი: სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან

🎥 „ისევ ვარჯიში, ისევ შრომა, ისევ წინ“ - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება