Digest Logo

„3 წელია რაც ერთმანეთს გადავეყარეთ, თუმცა შეგრძნება მაქვს, რომ მთელი ცხოვრებაა ერთად მოვდივართ“ - ზურა გორგაძე თაკო ჩორგოლაშვილს დაბადების დღეს ულოცავს

1707374795
ზურა გორგაძე

ტელეწამყვან თაკო ჩორგოლაშვილს დაბადების დღე აქვს. იუბილეს სოციალურ ქსელში კოლეგა ზურა გორგაძე ულოცავს და მას ემოციურ პოსტს უძღვნის.

„დღეს ჩემთვის ძალიან საყვარელი, ძვირფასი ადამიანი დაიბადა. ადამიანი, რომელიც ცხოვრების მეგზურად მექცა.

თაკუსი! მინდა იყო უზომოდ ბედნიერი, ყოველთვის! შენ ამას იმსახურებ!

სულ რაღაც 3 წელია რაც ერთმანეთს გადავეყარეთ, თუმცა შეგრძნება მაქვს რომ მთელი ცხოვრებაა ერთად მოვდივართ.

ლამაზი, დახვეწილი, ნიჭიერი, ჭკვიანი, ძლიერი ქალი …

ერთ ადამიანში უამრავი ღირსება და სიკეთეა ერთად თავმოყრილი…

რამდენი რამე გამოვიარეთ ერთად და ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა… ვამაყობ რომ ჩემი პარტნიორი გქვია 

ვიღებ მილოცვებს... თაკოს გაუმარჯოს“, - წერს ზურა გორგაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ცოტა მშურს კიდეც შენი, ამ ასაკში რომ მოახერხე საკუთარ თავად ყოფნა“ - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი მარიამ გულედანზე

🎥 რას გულისხმობს 3-წლიანი ბაკალავრიატის ინიციატივა და ვინ შეძლებს ამ ფორმატით სწავლას

🎥 როგორ ვაქციოთ შვილების „უარყოფითი“ თვისებები მათ ძლიერ მხარედ?