Digest Logo

„4 წელი გავიდა იმ ავბედითი დღიდან, როცა მოგისწრაფეს სიცოცხლე ჩემო ერთადერთო“ - თიკა მახალდიანის ემოციური პოსტი გარდაცვლილ დედას

1713508782
თიკა მახალდიანი

მომღერალ თიკა მახალდიანის დედა, თამუნა ანთელავა 4 წლის წინ  აღდგომის დღესასწაულზე გარდაიცვალა. მისის სიცოცხლე ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა.

აღნიშნულთან დაკავშირებით მომღერალმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და გარდაცვლილ დედას ემოციური სიტყვები მიუძღვნა:

„უკვე 4 წელი გავიდა იმ ავბედითი დღიდან, როცა მოგისწრაფეს სიცოცხლე ჩემო ერთადერთო, დე.

ოხ, რამდენი რამის თქმა მინდა და თავს ვიკავებ. მე მჯერა, რომ მოვა დრო და ყველა პასუხს აგებს თავის დანაშაულზე“, - წერს თიკა მახალდიანი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამართალდამცველი სიმონ გაბრიაძე არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რა დროსაც სამსახურის იარაღიდან გაისროლა და ბრმა ტყვიამ საკუთარ სახლში ანთელავა იმსხვერპლა.

ბრალდებულს 8 წელი ჰქონდა მისჯილი, თუმცა მან პენიტენციურ დაწესებულებაში 1 წელი და 3 თვე გაატარა.

ახლა ის თავისუფალია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

სააღდგომო კვერცხის შეღებვის 10 მეთოდი - სასარგებლო რჩევები დიასახლისებს

საქართველოს ეროვნულმა არქივმა ფილმების ელექტრონული კინოკატალოგი შექმნა

საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის განცხადება