ეკონომისტმა ოთო აბესაძემ სოციალურ ქსელში საქართველოს რთულ ეკონომიკურ სიტუაციაზე პოსტი გამოაქვეყნა.
მისი თქმით, ქვეყანაში შემოსავლები 24%-ით შემცირდა და გარდა ამისა, საწვავის ფასმა 84%-ით მოიმატა.
„საქართველოში ბოლო 2 წელში:
45% -ით გაძვირდა სურსათი და პირველადი მოხმარების პროდუქტი/მომსახურება.
31% -ით გაძვირდა კომუნალური სერვისები.
84% -ით გაძვირდა საწვავი.
24% -ით შემცირდა შემოსავლები.
ინფლაცია - 14% (წლის ბოლოს 15% - ს გადააჭარბებს).
ქვეყანა ოფიციალური მონაცემებით დატოვა 100 000-მა ადამიანმა (არაოფიციალურად 3 - ჯერ მეტმა).
სოციალურ შემწეობას იღებს 600 000 -ზე მეტი ადამიანი.
ამ ყველაფრის ფონზე არცერთი, ხაზს ვუსვამ არცერთი ეკონომიკური რეფორმა ან ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა.
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, საგადასახადო რეფორმას და ა.შ. ახლა დადგა დღის წესრიგში ახალი სატრანსპორტო დერეფნის აუცილებლობა.
ახლა, რომ ქვეყანას ჰქონოდა ანაკლიის პორტი, მასთან დაერთებული ახალი რკინიგზა და მაგისტრალი, საქართველოს მომდევნო ბევრი წლის ეკონომიკური რეალობა რადიკალურად შეიცვლებოდა. გავხდებოდით მსოფლიოს ახალი სატრანზიტო დერეფანი“, - წერს ოთო აბესაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵ინდოეთში კაცი ცოლს იმის გამო გაშორდა, რომ ის ყოველდღე „ერთჯერად სუპს“ აჭმევდა
🎥 შალახოზე აცეკვებული ქეთა თოფურია - ნახეთ, როგორ აღნიშნა მომღერალმა ქმრის დაბადების დღე
🎥 სალომე ჭაჭუა პარიზში მოგზაურობს - ნახეთ, მოცეკვავის გასაოცარი ფოტოები