2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, მეხუთე - 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი კი საკუთარ საძინებელში მოკლეს - მას სპეცრაზმელის ტყვია თავში მოხვდა. ოფიციალური ვერსიით, მაჩალიკაშვილმა ხელყუმბარის გახსნა სცადა და გასროლაც სწორედ ამიტომ მოხდა.
თავში მძიმედ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცოპერაციიდან რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა.
დღეს ის 24 წლის გახდებოდა.
გარდაცვლილის დედა, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და შვილს დაბადების დღეს ულოცავს.
„5 წელი. ბავშვი, 19 წლის ასაკში გადახვედი მარადისობაში.
5 წელი გავიდა. ტკივილის, ცრემლების, დარდის და მონატრების. ჩემი დიდი ტკივილი ხარ, კიდევ ვერ ვიჯერებ, მგონია რომ სიზმარია. როგორ ველოდები ხოლმე რომ დამიძახებ დეე.
როგორც ყოველთვის. მაგრამ ვაი რომ ტყუილად. შენ ხომ დიდი იმედი და საყრდენი იყავი ჩემი. შვილო გილოცავ ზეციურ სამყაროში შენს დღეს. უზომოდ ენატრები დედას. ჩემი თხოვნაა უფალთან ყოველ. დილით, მალე შემახვედროს შენს თავს. შეხვედრამდე დედის საამაყო შვილო“ - მედიკო მარგოშვილი.
🔵ასევე დაგაინტერესებთ:
🔵🎥 „ავად ვარ და ვკვდები, დაკმაყოფილდა თქვენი ინტერესი?“ - რას პასუხობს ჰეითერებს გიორგი ყიფშიძე?