13 ნოემბერს „პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ 12 წლის მოზარდმა იმშობიარა. არასრულწლოვანი 11 წლის იყო, მეექვსე კლასში, როცა დაორსულდა. არასრულწლოვანია ბავშის მამაც.
მომხდარს უფლებადამცველი ანა არგანაშვილი ეხმაურება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„12 წლის და 16 წლის ბავშვებს რომ სცოდნოდათ, რა საფრთხე ახლავს ადრეულ ასაკში სქესობრივი ცხოვრების დაწყებას და როგორ ხდება ორსულობისგან თავდაცვა - ეს შემთხვევა არ მოხდებოდა.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ იქ სადაც ბავშვებს აქვთ სრულფასოვანი სქესობრივი და რეპროდუქციული განათლება, უფრო გვიან იწყებენ სქესობრივ აქტივობას.
იქნებ სიუჟეტებში ეს სტატისტიკაც მოიყვანოთ და წყაროს მოგაწვდით“, - წერს ანა არგანაშვილი.
🔵ასევე დაგაინტერესებთ:
🔵🎥 „ავად ვარ და ვკვდები, დაკმაყოფილდა თქვენი ინტერესი?“ - რას პასუხობს ჰეითერებს გიორგი ყიფშიძე?