13 ნოემბერს „პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ 12 წლის მოზარდმა იმშობიარა. არასრულწლოვანი 11 წლის იყო, მეექვსე კლასში, როცა დაორსულდა. არასრულწლოვანია ბავშის მამაც.
ორგანიზაცია „ფემინას“ დამაარსებელი და ხელმძღვანელი ნინო ბაისონაშვილი ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„აქაც იყოს, საჯარო იყოს! რა ჯანდაბა გვჭირს ასეთი?!
გული გამისკდება გეფიცებით ბედნიერი დედობა ვუსურვოთ რაღა დაგვრჩენიაო, სუფრა გაიშალეს და სადღეგრძელოებს ყვებიან ფეისბუქზე ნიუსებში. ვერა, ვერ იქნება ბედნიერი ვერასდროს ვერ იქნება, როდის უნდა ვისწვალოთ რეალობის დანახვა ?!
ვერ იქნება ბედნიერი ბავშვი, რომელმაც იმშობიარა, ბავშვი, რომელმაც არც მაშინ იცოდა რა სჭირდა, როცა მასზე სექსუალურად ძალადობდნენ და არც ახლა, როცა არც იცის, რომ ვიღაცაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მაშინ, როცა თავზეც ვერ აუღია, ბავშვი, რომელსაც საკეისრო ხალხის დახმარებით გაუკეთეს.
ვერასდროს იქნება ბედნიერი ბავშვი, რომელმაც იმშობიარა, მით უმეტეს ბედნიერი დედა ვერ იქნება, ვერასდროს, რადგან მასაც და მის ბავშვსაც აწი ხშირად მოსწყურდებათ და მოშივდებათ, კარგა ხანს ვერ გაიგებს კიდევ რა ხდება მის თავს, რატომ უნდა უცვალოს თოჯინის მაგიერ პამპერსები რეალურ ბავშვს.
ბავშვები, ბავშვი დედები, რომლებსაც ეს დამპალი პატრიარქატი ბავშვობას ართმევთ, ვეღარასდროს იქნებიან ბედნიერები !
ეს ხმამაღლა უნდა ვიყვიროთ!
წადით მარშზე, 25 ში, წადით“ - წერს ნინო ბაისონაშვილი.
🔵ასევე დაგაინტერესებთ:
🔵🎥 „ავად ვარ და ვკვდები, დაკმაყოფილდა თქვენი ინტერესი?“ - რას პასუხობს ჰეითერებს გიორგი ყიფშიძე?