Digest Logo

5 წლის ანა ტრაგიკულად დაიღუპა - „საბედისწერო აღმოჩნდა მაიამის ერთ-ერთი სასტუმროს საცურაო აუზი“

1746010652
5 წლის ბავშვი

მაიამიში, 5 წლის ქართველი მერიემ-ანა ერთ-ერთი სასტუმროს აუზში, ტრაგიკულად დაიღუპა.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში  თეა ჯოხაძე ავრცელებს:

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრებთ ჩვენს თანამემამულეს მაია დათუაშვილს პატარა მერიემ-ანას ტრაგიკული გარდაცვალების გამო. ზეცაში გაფრინდა 5 წლის ანგელოზი.

საბედისწერო აღმოჩნდა ჩვენი მარიკოსთვის მაიამის ერთ-ერთი სასტუმროს საცურაო აუზი. ენით გამოუთქმელი ტკივილი და უდიდესი ტრაგედია დაატყდა ახალგაზრდა ოჯახს …

მარიკოს სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ცრემლების ნამი…

მჯერა თითოეულ ჩვენგანს შეგვწევს ძალა გვერდში დავუდგეთ და შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ ახალგაზრდა ოჯახს, რაზედაც წინასწარ გიდასტურებთ უდიდეს მადლიერებას“, - წერს თეა ჯოხაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„...დანარჩენს აღარ ვიტყვი, თორემ ორივეს დაგვიჭერენ“ - რას ჰყვება ბედინა

„მარადიული სიყვარულისა და ერთობის არ მჯერა... შეიძლება, კიდევ ვიქორწინო, მაგრამ თავიდანვე მეცოდინება, რომ ეს არ იქნება სამუდამო“ - გურამ შეროზია

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც 30 აპრილიდან 4 მაისამდე პერიოდი განსაკუთრებით წარმატებული იქნება