Digest Logo

„50 წლის ვხდები! დღეს განსაკუთრებით მადლიერი ვარ ყოველი თქვენგანის, დანებების უფლებას არ მაძლევდით - ვეღარაფერი მომერევა, წინ დიდი თავგადასავლებია“ – თინა ხიდაშელი

1686226389
თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი იუბილარია, ის 50 წლის გახდა და სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

„50 წლის ვხდები! 50-ის.
არც არაფერი ყოფილა!
ზუსტად ისეთი განცდები მაქვს 25-ის რომ ვხდებოდი!
ვიზრდები!

არადა ფურცელზე დაწერილი გაცილებით უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება! აქამდე გავლილი გზაც შთამბეჭდავია, ნახევარი საუკუნის შესაფერი!

მაგრამ წინ დიდი თავგადასავლებია, ჩემი წიგნის დიდი და ყველაზე მთავარი ნაწილი ჯერ არ დაწერილა!
დღეს განსაკუთრებით მადლიერი ვარ ყოველი თქვენგანის, ნაცნობის და უცნობის ვინც მთელი წელი დანებების უფლებას არ მაძლევდით, მაიმედებდით, მეხმიანებოდით, მეხმარებოდით, მაძლიერებდით!

დღეს ვეღარაფერი მომერევა, აი ამ გოგოებივით ვარ, ერთი დღეს გავიცანი კოსტა რიკაში, მეოცნებეა, მეორე კი ჩემი ძველი ნიუ იორკელი მეგობარია, თამამი და მებრძოლი საკუთარი ოცნებებისთვის!

50 წლის გავხდი! არაფერი იცვლება, ეს ჯერ მხოლოდ რიცხვია უფრო შთამბეჭდავი ვიდრე 25 იყო, მაგრამ მაინც მხოლოდ რიცხვია!“, - წერს თინა ხიდაშელი.

 

🔵 ასევე დაგაინტერესებთ:

🔵🎥 „ყველას ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი მოლოცვებისთვის...“ - ირაკლი მაქაცარია

🔵„მამამისი ამ ყველაფერს თვალცრემლიანი უყურებდა...“ - ამბავი ნეაპოლის აეროპორტიდან, საიდანაც ხვიჩა კვარაცხელია ოჯახთან ერთად თბილისში ბრუნდებოდა

🔵„ქალებო, არ გაყვეთ თქვენზე თუნდაც ერთი მისხალით ნაკლებ კაცებს. ასეთ კაცს აუცილებლად მოუნდება, რომ უკან დაგწიოთ“ - რას წერს ირინა  ჭოჭუა