Digest Logo

„ქალებო, არ გაყვეთ თქვენზე თუნდაც ერთი მისხალით ნაკლებ კაცებს. ასეთ კაცს აუცილებლად მოუნდება, რომ უკან დაგწიოთ“ - რას წერს ირინა  ჭოჭუა

1686056491
 ირე  ჭოჭუა

თბილისში მამაკაცმა ყოფილი ცოლი მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი ხევში გადაადგო. სამართალდამცველებმა ყოფილი ცოლის მკვლელობისთვის 31 წლის კაცი დააკავეს.

მომხდარს სოციალურ ქსელში ქოუჩი ირინა ჭოჭუა ეხმაურება და ქალბატონებს მიმართავს.

„კიდევ ერთი ქალი მოკლა ყოფილმა ქმარმა. თოკით გაგუდა და მერე ხევში გადააგდო. ქეთი დევდარიანის სიტყვები გამახსენდა, ქალებო, არ გაყვეთ ცოლებად თქვენზე ნაკლებ კაცებსო. მე უფრო ასე ვიტყოდი, არ გაყვეთ ცოლებად ისეთ კაცებს, რომლებიც სახლში თქვენი მოსავლელი შვილები იქნებიან და გარეთ თქვენი ჯალათები. და ასეთი კაცის ამოცნობა ძალიან მარტივია. პირველივე ფრაზაზე, როგორც კი დაიწყებს საკუთარი აზრის თქვენზე თავისმოხვევას, თქვენი სამეგობრო წრის, თქვენი სამსახურის თუ ჩაცმულობის თუ კიდევ რამის დაწუნებას, ეგრევე გაიქეცით ასეთი კაცისგან. როგორც კი კაცი გეტყვით, რომ თქვენთვის უკეთესი უნდა და ამიტომ გიკრძალავთ მუშაობას, გარეთ გასვლას თუ რაღაცებს, ეგრევე გაიქეცით ასეთი კაცისგან. როგორც კი უთქვენოდ მიიღებს თქვენზე რაიმე სახის გადაწყვეტილებას, ეგრევე გაიქეცით ასეთი კაცისგან.

და არცერთი წამით არ იფიქროთ, რომ თქვენი სიყვარულით შეძლებთ მის გაკეთილშობილებას. ვერ შეძლებთ. ურჩხული პრინცად მხოლოდ ზღაპარში გადაიქცევა და დროა ზღაპრების აზროვნებიდან გამოვიდეთ.
სიყვარული აკეთილშობილებს, მაგრამ მხოლოდ იმას, ვისაც ამის მიღება შეუძლია. და იმის გარჩევას, თუ ვის შეუძლია ამის მიღება და ვის არა, სწავლა სჭირდება.

ქალებო, არ გაყვეთ თქვენზე თუნდაც ერთი მისხალით ნაკლებ კაცებს. ასეთ კაცს აუცილებლად მოუნდება, რომ უკან დაგწიოთ“, - წერს ირინა  ჭოჭუა.

🔵 ასევე დაგაინტერესებთ:

🔵ვინ არის ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა მოკლა და ხევში გადაადგო? - დანაშაულის ახალი დეტალები

🔵🎥 „მცემდა გაზის შლანგით, ქამრით... მათხოვრობას მაიძულებდა. ორსულად როცა ვიყავი, თეფში აიღო და თავში ჩამარტყა“ - ვინ არის კაცი, რომელიც 21 წლის ცოლს ფიზიკურად უსწორდებოდა

🎥 უსაყვარლესი ალისკა პიცას აცხობს - რა ვიდეოს აქვეყნებს სოფო ნიჟარაძე

🔵„არ ვიცით რა მოუვიდა ბავშვს, ბებიის თვალწინ გული წაუვიდა და სასწრაფოს ექიმების მცდელობის მიუხედავად, გარდაიცვალა“ - გია ბარამიძის ცოლს შვილი გარდაეცვალა