სოციალური ქსელის მომხმარებელი კატუ ცხადაძე სოციალურ ქსელში კლუბ „მონოჰოლთან“ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ქვეყანაში მიმდინარე არეულობის მიუხედავად, 500-მდე ახალგაზრდა გასართობად შედის კლუბში.
„რუსთაველზე ის ხდება, რაც ხდება და აქედან 300 მეტრში ზემელზე, ალბათ 500 კაცი ელოდება კლუბში შეშვებას და მთელი ზემელი ძიგძიგებს შიგნიდან გამოსულ მუსიკაზე.
აი, ამათ უნდათ წიწაკის სპრეი და ბროწეულის ოყნა. ამიტომ ვართ ამ ქაქში. ამიტომ ამოგვიდო ლაჯებში ბანდიტმა ოლიგარქმა და მისი მონების ურდომ. ხვალ რომ გაიღვიძებთ ნეხვში და თვალებს მოიფშვნეტთ, უი რა გამომრჩა????? გვიან იქნება. ცხოვრება გამოგრჩათ, ქვეყანა გამოგრჩათ ბანძ კლუბებში ძიგძიგით, ბანძებო“, - წერს კატუ ცხადაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵რა უნდა გავაკეთოთ ცრემლსადენი გაზით მოწამვლის დროს - ზურა სიხარულიძის რჩევები
🔵„სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი!“ - გიორგი ასათიანი